მთის კურორტების განვითარების კომპანიამ სამშენებლო ნებართვების გარეშე აწარმოა 158 702 266 ლარის სამუშაოები

მთის კურორტების განვითარების კომპანიამ 2018-2019 წლებში 12 ხელშეკრულების საფუძველზე შესყიდული 158 702 266 ლარის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები აწარმოა წინასწარი სამშენებლო ნებართვების გარეშე - ეს ფაქტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოავლინა, რომელიც ანგარიშში წერს, რომ კომპანია მნიშვნელოვანი დარღვევებით, ბიზნესგეგმის, სტრატეგიის, გამჭვირვალობის გარეშე ფუნქციონირებს. აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ უნებართვო მშენებლობებს კომპანია ხან მთავრობის განკარგულებებით განსაზღვრულ შეზღუდულ ვადებში განხორციელების აუცილებლობით ხსნიდა, ხან მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემებით. სახელმწიფო კომპანიის მიერ უნებართვოდ რთული და სპეციფიკური სამშენებლო სამუშაოების წარმოება ქმნის რისკს, რომ ამ მშენებლობებს მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა ექნებათ გარემოზე ზემოქმედების, მოსახლეობის უსაფრთხოებისა და არსებული ინფრასტრუქტურის შესაძლო დაზიანების მხრივ. გარდა იმისა, რომ უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობები საფრთხეს ქმნის გარემოსა და ადამიანებისთვის, კომპანიისთვის წარმოადგენს დამატებით გაუმართლებელ ხარჯს, რის მაგალითადაც აუდიტის სამსახურს მოჰყავს შინოს საბაგიროს ფარეხის მშენებლობა, რომელშიც კომპანიას 300 000 ლარზე მეტი უნდა გადაეხადა. გუდაურში საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე ფარეხის მშენებლობა სახელმწიფო კომპანიამ 2017 წელს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვისა და მშენებლობის პროექტის სავალდებულო ექსპერტიზის გარეშე დაიწყო. დარღვევებით წარმოებული მშენებლობა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან სამ თვეში გახდა ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი, რის გამოც კომპანიას მოუხდა განმეორებითი შესყიდვების განხორციელება დაზიანებული შენობის რეკონსტრუქციის მიზნით. ფარეხის განთავსების ადგილი სამშენებლო პროექტი 2018-2019 წლებში კომპანია სამშენებლო და სანებართვო პირობების დარღვევისთვის დაჯარიმებულია 6-ჯერ, ჯამში − 595,000 ლარით, საიდანაც 582,000 ლარი არის განმეორებითი სამშენებლო სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმა. იმ დროისთვის, როცა აუდიტი კომპანიის საქმიანობას სწავლობდა, ის მთავრობის განკარგულებით გათავისუფლებული იყო 312,000 ლარის გადახდისაგან. "2018-2019 წლებში სამშენებლო და სანებართვო პირობების დარღვევისთვის კომპანიაზე დაკისრებული მნიშვნელოვანი მოცულობის ჯარიმები მიუთითებს, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული დაჯარიმების საფუძვლების აღმოფხვრა კომპანიისათვის არ არის პრიორიტეტული, მიუხედავად ასეთ სამუშაოებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რისკებისა", - წერს აუდიტის სამსახური დასკვნაში. ასევე ნახეთ მთის კურორტების განვითარების კომპანიამ 1 670 374 ლარის ღირებულების აბონემენტები უფასოდ გასცა 2...
წყარო

mari mari

თბილისი
  • 6 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 6 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 4 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 6 დღის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 13 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 13 თვის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 3 დღის წინ

Нора

თელავი
  • 8 თვის წინ

Mila

თბილისი
  • 13 თვის წინ