ავღანეთში სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა დანაღმული მანქანის აფეთქების შედეგად

30 აპრილს თვითმკვლელი მოიერიშის მიერ დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად ავღანეთში სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქების შედეგად საავადმყოფოებში გადაიყვანეს 40 ადამიანი. თავდასხმა მოხდა ლოგარის პროვინციის დედაქალაქ პულ-ე ალამის ერთ-ერთი სასტუმროს წინ. თავდასხმაზე ამ დრომდე არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია პასუხისმგებლობა. რადიო თავისუფლების ავღანური სამსახური ცნობით, ავღანეთში ძალადობამ კიდევ უფრო იმატა ბოლო კვირების განმავლობაში მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ნატომ განაცხადეს, რომ 11 სექტემბრამდე ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები თავიანთ ჯარებს საბოლოოდ გაიყვანენ ავღანეთიდან. ამ თვის დასაწყისში, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, განაცხადა ავღანეთიდან შეერთებული შტატების მიერ დარჩენილი 2500 -იანი ჯარის გამოყვანის შესახებ 11 სექტემბრამდე, რაც ოთხი თვით უფრო გვიანია დონალდ ტრამპის ყოფილ ადმინისტრაციასა და თალიბანს შორის შეთანხმების შედეგად დათქმულ ვადაზე - 1 მაისზე. ...
წყარო

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Diko

თბილისი
  • 18 საათის წინ

Anka

თბილისი
  • 6 დღის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 4 დღის წინ

Dako

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 10 თვის წინ

Qeti

თბილისი
  • 2 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 1 დღის წინ

наталья

თბილისი
  • 9 დღის წინ

Alena

თბილისი
  • 4 დღის წინ

Monika

თბილისი
  • 9 თვის წინ