ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის დასკვნები ადასტურებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტში სწორი ინიციატივები შეიტანა

ეს დასკვნები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სწორი ინიციატივები შეიტანა კანონპროექტში, – ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის დასკვნას. თალაკვაძის შეფასებით, საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია და ეს დასკვნები კანონპროექტების მიღების პროცესში აქტიურად იქნება განხილული. ,,ჩვენ გავუგზავნეთ ეუთო/ოდირს და ვენეციის კომისიას ის მნიშვნელოვანი კანონპროექტები, რაც იყო ინიცირებული საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან. შემიძლია გითხრათ, რომ ეუდო/ოდირის და ვენეციის კომისიის დასკვნები არის პოზიტიური, რეკომენდაციებიც არის ძალიან კონსტრუქციული და საქმიანი. ჩვენი გუნდი პარლამენტში დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას და ეს დასკვნები იქნება განხილული კანონპროექტების მიღების პროცესში. ეს დასკვნები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სწორი ინიციატივები შეიტანა კანონპროექტში, რაც არის შეფასებული დადებითად და მოცემულია საქმიანი რეკომენდაციები, რასაც დიდი ყურადღებით განვიხილავთ პარლამენტში“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. ცნობისთვის, ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის შეფასებით, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებში აქამდე გაწეული რეკომენდაციები დაკმაყოფილებულია, თუმცა ბევრი ფუნდამენტური საკითხი ჯერ კიდევ მოუგვარებელი რჩება. ამავე დასკვნაში ნათქვამია, რომ ამ მიმართულებით მეტად ყოვლისმომცველი და სისტემური რეფორმების გატარება ჯერ კიდევ აუცილებელია და აღნიშნულია, რომ დაინიცირებული საარჩევნო ცვლილებები უფრო მეტად მიმართულია არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევისკენ, ვიდრე კანონმდებლობის სრულფასოვან მიმოხილვაზე დაფუძნებული ფუნდამენტური ცვლილებებისკენ....
წყარო

Diko

თბილისი
  • 21 საათის წინ

Maria

თბილისი
  • 7 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 2 დღის წინ

Tatuli

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lala

ქუთაისი
  • 2 დღის წინ

Nuca

თბილისი
  • 11 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 10 თვის წინ

Nini

ბათუმი
  • 13 თვის წინ

mari mari

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 2 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 10 თვის წინ