აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს რუსეთს, რომ შეწყვიტოს ზეწოლა რადიო თავისუფლებაზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, რომ შეწყვიტოს ზეწოლა მედიაკორპორაცი რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებაზე. აშშ-ის სახელმწიფრო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა, აღნიშნა, რომ ბლინკენმა მედიაკორპორაციის გარშემო არსებული სიტუაცია განიხილა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრის დროს. საგარეო უწყებების თავკაცებს შორის საუბარი შეეხებოდა რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს, რუსულენოვან ტელეარხ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ და რთე/რთ-ის სხვა პროექტებს, რომლებიც რუსეთში შერაცხეს „უცხოეთის აგენტებად“. ამის გამო მედიაკორპორაციას ასობით ჯარიმა დაეკისრა. ნედ პრაისს არ დაუკონკრეტებია ბლინკენისა და ლავროვის საუბრის დეტალები, მხოლოდ ის აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა აშშ-ისუცხოელ პარტნიორებს, რომ შეურთდნენ ამ მოწოდებებს. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ხელისუფლება გააგრძელეს ზეწოლას რთე/რთ-იზე, აშშ-მა შესაძლოა მიმართოს საპასუხო ზომებს. რუსეთში მოქმედი „უცხოეთის აგენტის“ შესახებ კანონით, რადიო თავისუფლების რუსული სამსახური ვალდებულია საკუთარი საქმიანობის ფინანსური ანგარიშები წარადგინოს და პუბლიკაციებს კონკრეტული მარკირება გაუკეთოს. ბოლო თვეებში, რუსეთის მარეგულირებელმა სამსახურმა „როსკომნადზორმა“ რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს და რეგიონულ პროექტებს ბრალად დასდო კანონის 400-მდე დარღვევა და მილიონ რუბლზე მეტი თანხით დააჯარიმა. რადიო თავისუფლების მიერ „როსკომნადზორის“ წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი მოსკოვის სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ...
წყარო

Mako

თბილისი
  • 6 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 6 თვის წინ

Saly

თბილისი
  • 8 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 6 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 2 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 4 დღის წინ

Elza

თბილისი
  • 3 დღის წინ

Kristina

თბილისი
  • 4 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Sofia27

თბილისი
  • 11 თვის წინ