რა შეზღუდვები მოქმედებს უქმე დღეებში

უქმე დღეებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს მთავრობამ 4-11 მაისს გამოაცხადა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იცვლება არსებული წესების ნაწილი. 3-12 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს; საქალაქთაშორისო ტრანსპორტს შეზღუდვა არ შეეხება; 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება; ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები; აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე. 2 მაისიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, პოლიცია სასაფლაოებთან მისასვლელ გზებსა და დაწესებული რეგულაციების აღსრულების პროცესს გააკონტროლებს. შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს დაეკისრება ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით. საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება; მათ შორის, ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი; გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით, 1 მაისს, 21:00-05:00 საათის ნაცვლად, იმოქმედებს 23:00-04:00 საათამდე. უქმე დღეების პერიოდში სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიებისთვის დამატებითი შეზღუდვა არ იმოქმედებს და ისინი ჩვეულებრივ გააგრძელებენ მუშაობას. საქართველოს მთავრობის განცხადებით, უქმე დღეებში შესაბამისი უწყებების მხრიდან კვლავ გრძელდება ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლი; უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და შემდგომ გადაწყვეტილებებს ვითარების დეტალური ანალიზის შედეგად მიიღებს. ...
წყარო

Inesa

თბილისი
  • 4 დღის წინ

Kristina

თბილისი
  • 4 დღის წინ

Nitaa

თბილისი
  • 3 თვის წინ

Nina transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Ania

თბილისი
  • 2 თვის წინ

Яна

თბილისი
  • 7 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 10 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 11 თვის წინ

mari mari

თბილისი
  • 6 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 18 საათის წინ

Kato

თბილისი
  • 2 დღის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 7 თვის წინ