სასამართლომ დამნაშავედ ცნო "ჰეროინის" რეალიზატორი 4 პირი

"პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებული 4 პირი დამნაშავედ ცნო", - ინფორმაციას თავად გენერალური პროკურატურა ავრცელებს. საქმე ეხება ფონიჭალაში დაკავებულ პირებს, რომლებიც 2019-2020 წლებში სისტემატურად ახორციელებდნენ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვას და რეალიზაციას. მათ, გარდა ნარკოტიკებით ვაჭრობისა, სახელმწიფო ბრალდების მხარე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასაც ედავებოდა. ნარკოვაჭრობის შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის ანგარიშებზე 2 მილიონ ლარზე მეტი უკანონო შემოსავალი იქნა მიღებული, რომლის წარმომავლობის დამალვისა და ლეგალიზაციის მიზნითაც, ჯგუფის წევრებს გარკვეული პერიოდულობით ჩარიცხული თანხები ანგარიშიდან გადაჰქონდათ ე.წ. თამაშებში და მცირე გათამაშებას ახორციელებდნენ, რის შემდგომაც თანხა უკან ბრუნდებოდა და მისი განაღდება როგორც ტოტალიზატორის სალაროებიდან, ისე ე.წ. ზერო ბარათების გამოყენებით, სხვადასხვა ბანკომატიდან ხდებოდა. ასევე ბრალდებული დ.ჯ., ფ.ბ., ა.მ. და შ.ვ. ნარკოტიკებით ვაჭრობის შედეგად მიღებული უკანონო შემოსავლებით უძრავ-მოძრავ ქონებას იძენდნენ. პროკურატურის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ დაკავებული 4 პირი კონკრეტულ ლოკაციებზე სარეალიზაციოდ გამზადებულ ნარკოტიკულ საშუალებებს ათავსებდა და მას შემდეგ, რაც ნარკოტიკული ნივთიერების შესაძენი თანხა დისტანციურად, ონლაინტოტალიზატორების ანგარიშებზე ჩაირიცხებოდა, კლიენტები ტელეფონის მეშვეობით მითითებულ ადგილებზე მიჰყავდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ფ.ბ.-ს და ა.მ.-ს 11-11 წლით, ხოლო დ.ჯ.-ს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. რაც შეეხება შ.ვ.-ს, მან გამოძიებასთან ითანამშრომლა და ხელი შეუწყო მტკიცებულებათა მოპოვებას. აღნიშნულის გათვალისწინებით მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა პირობით მსჯავრთან ერთად განესაზღვრა. სასამართლო გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულებს ასევე ჩამოერთვათ ნარკოვაჭრობის შედეგად მიღებული თანხა და უკანონო შემოსავლებით შეძენილი ქონება - ერთი საცხოვრებელი ბინა და 5 სატრანსპორტო საშუალება. ასევე ნახეთ შსს: დაკავებულია სამი ნარკორეალიზატორი, რომელთაც სქემაში ბავშვი ჰყავდათ ჩართული ...
წყარო

Elena

თბილისი
  • 18 საათის წინ

Катя

თბილისი
  • 11 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 10 თვის წინ

Elza

თბილისი
  • 2 დღის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 9 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 8 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 17 საათის წინ

Marikuna

თბილისი
  • 13 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 2 დღის წინ

Lata

თბილისი
  • 5 დღის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 8 თვის წინ

Mistress

თბილისი
  • 18 საათის წინ