იერუსალიმში აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის რიტუალი შესრულდა

იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის რიტუალი შესრულდა. ცეცხლი იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა გამოიტანა. მართლმადიდებელთა რწმენით, ეს არის უდიდესი საიდუმლო, რომელიც ყოველწლიურად დიდ შაბათს მაცხოვრის საფლავზე აღესრულება. წინა წელთან შედარებით, როცა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალს მხოლოდ სასულიერო პირების მცირე რაოდენობა ესწრებოდა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, წელს აღდგომის ტაძარში ხალხმრავლობა იყო. იერუსალიმის საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ცეცხლის გარდამოსვლაზე დასწრების მსურველები დილიდან მივიდნენ ახალ კარიბჭესთან, საიდანაც პოლიციამ და საპატრიარქოს წარმომადგენელებმა კორონავირუსზე ვაქცინირებული პირები ქრისტეს საფლავის, იგივე აღდგომის ტაძარში შეუშვეს. ვისაც არ ჰქონდა გაკეთებული კორონავისურის საწინააღმდეგო აცრა, წმინდა კონსტანტინესა და ელენეს მონასტრის ტერიტორიაზე დარჩნენ. გადმოცემის თანახმად, ზეციური ცეცხლის რიტუალი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში III საუკუნიდან სრულდება. ...
წყარო

Lika

თბილისი
  • 10 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 11 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 8 საათის წინ

Tata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Anuki

თბილისი
  • 8 თვის წინ

Aida

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 6 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 6 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nini

ბათუმი
  • 13 თვის წინ

Diko

თბილისი
  • 10 საათის წინ