ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვართან დაძაბულობის ფონზე ჯარების გაყვანის გარშემო შეთანხმება შედგა

ყირგიზეთი და ტაჯიკეთი შეთანხმდნენ, რომ გაიყვანენ ჯარებს სადაო სასაზღვრო არეალიდან, სადაც ორ ქვეყანას შორის ბოლო სამ ათწლეულში ყველაზე სისხლიან შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც 40 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა. 1 მაისს გამართულ შეხვედრის დროს ორივე ქვეყნის უშიშროების სამსახურების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ ჯარების გაყვანის გარშემო. განცხადება გაკეთდა მას მერე, რაც ორი ქვეყნის დელეგაციები ერთმანეთს შეხვდნენ ყირგიზეთის პრეზიდენტის, სადირ ჟაპაროვის და მისი ტაჯიკი კოლეგის, იმომალი რაჰმონის სატელეფონო საუბარი შედგა. ვითარება არეალში დაძაბული რჩება. ყირგიზულ მხარეს მყოფმა, რადიო თავისუფლების რეპორტიორებმა გვამცნეს, რომ გაიგონეს სროლის ხმა და დაინახეს, როგორ გადაკეტეს ტაჯიკურმა ძალებმა ყირგიზეთის ორი რაიონის შემაკავშირებელი გზა. ყირგიზეთის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, დაინახეს როგორ გადაადგილდებოდა საზღვრის მიმართულებით ტაჯიკეთის სამხედრო ტექნიკა მას მერე, რაც 29 აპრილს ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა. ყირგიზეთის სასაზღვრო სამსახურმა ბრალად დასდო ტაჯიკურ ძალებს, რომ მან ცეცხლი გაუხსნა დასახლებულ არეალს, საიდანაც ადრე ხალხი ევაკუირებულ იქნა. ტაჯიკურმა მხარემ უარყო ცეცხლის გახსნა და ის ფაქტიც, რომ მისმა ძალებმა გზა გადაკეტეს. ...
წყარო

Natashka virt

თბილისი
  • 9 თვის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 9 თვის წინ

Sofia27

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 10 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 4 დღის წინ

Inga

თბილისი
  • 6 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 9 თვის წინ

Ninaka

თბილისი
  • 9 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 13 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 2 დღის წინ

Tako

თბილისი
  • 7 თვის წინ