რუსეთი, ევროპის ქვეყნები განსხვავებულად აფასებენ ირანთან ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების მიმდინარეობას

ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ 2015 წლის შეთანხმებაში მონაწილე ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები შეიკრიბნენ მოლაპარაკებისთვის, რომლის მიზანია ამ საეტაპო შეთანხმებაში უკან დააბრუნონ შეერთებული შტატები. შეხვედრის შემდეგ რუსეთმა და ევროპის სახელმწიფოებმა ერთმანეთის საპირისპირო შეფასებები გაავრცელეს. ჩინეთის, გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთისა და ბრიტანეთის, ასევე ირანის ოფიციალური წარმომადგენლები 1 მაისს შეიკრიბნენ ავსტრიის დედაქალაქში, ვენაში. "ჩვენ ბევრი სამუშაო გვაქვს და ცოტა დროა დარჩენილი. ამის ფონზე, ამ კვირაში, ჩვენ უფრო მეტი წინსვლის იმედი გვქონდა", აღნიშნეს თავის განცხადებაში მაღალჩინოსანმა დიპლომატებმა ე.წ. E3 -ის, საფრანგეთის, ბრიტანეთის და გერმანიის წარმომადგენლებმა. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ისინი იმედოვნებენ, რომ შეთანხმებას მიაღწევენ 21 მაისამდე, როცა თეირანსა და გაერთიანებული ერების ბირთვული კონტროლის ორგანიზაციას შორის შეთანხმებას - ირანულ სფეროში ირანის ქმედებებზე მონიტორინგის გაგრძელების შესახებ - ვადა გაუვა. "ჩვენ არ უნდა ველოდოთ გარღვევას ამ უახლოეს დღეებში", განუცხადა ჟურნალისტებს ატომური ენერგეტიკის ორგანიზაციაში რუსეთის ელჩმა, მიხაილ ულიანოვმა, შეხვედრის შემდეგ, რომლითაც დასრულდა მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, და დასძინა, რომ მოლაპარაკებები 7 მაისს განახლდება. „უნდა გავაგრძელოთ დიპლომატიური, ყოველდღიური სამუშაო. ყველა საფუძველი გვაქვს მოველოდეთ, რომ საბოლოო შედეგი იქნება წარმატებული და ის საკმაოდ მალე დადგება, რამდენიმე კვირაში“, განაცხადა ულიანოვმა, რომელმაც ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმისტური შეფასება მისცა მოლაპარაკებას. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, აბას არაყჩიმ, ირანის მედიას განუცხადა, რომ ამ ეტაპზე იმ საკითხებში, რომლებშიც მხარეებს აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდათ, უკეთესად გაარკვიეს ერთმანეთი. „გვაქვს გარკვეული ტექსტი, რომელიც შევათანხმეთ მოლაპარაკების შედეგად და ახლა ვმუშაობთ ცალკეულ სიტყვებზე, ფრაზებზე, წინადადებებზე და აბზაცებზე. არაა იოლი სამუშაო, შრომატევადი საქმეა... და ამიტომ წინსვლა ნელია, რაც ბუნებრივია“, -თქვა არაყჩიმ, რომელიც შეეხო სანქციების თემასაც: „...სანქციები ერთობ სერიოზული საკითხია და ჩვენთვის, ფაქტიურად ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი“, თქვა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ 2015 წლის შეთანხმება გულისხმობდა თეირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას მისთვის დაწესებული სანქციების გაუქმების სანაცვლოდ. 2018 წელს აშშ-მა დატოვა შეთანხმება და ირანს ახალი სანქციები დაუწესა. ვაშინგტონის ახალი ადმინისტრაციას სურს ბირთვულ შეთანხმებას კვლავ შეუერთდეს. ...
წყარო

Natashka virt

თბილისი
  • 9 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 6 თვის წინ

Sofia27

თბილისი
  • 11 თვის წინ

Aida

თბილისი
  • 6 თვის წინ

Elza

თბილისი
  • 3 დღის წინ

Anka

თბილისი
  • 6 დღის წინ

Babi

თბილისი
  • 16 საათის წინ

mari mari

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lata

თბილისი
  • 6 დღის წინ

наталья

თბილისი
  • 9 დღის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nina transi

თბილისი
  • 11 თვის წინ