საპირველმაისო გამოსვლებზე ევროპის ქალაქებში შეტაკება მოხდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის

ევროპის არაერთ ქალაქში გაიმართა დემონსტრაციები შრომის საერთაშორისო დღის, 1 მაისის აღსანიშნავად. ზოგიერთ ქვეყანაში შეტაკება მოხდა პოლიციასთან. არაერთი დემონსტრაცია გამართეს კოვიდის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოწინააღმდეგეებმა. საფრანგეთსა და გერმანიაში გაიმართა დაშვებული დემონსტრაციები. მათი მონაწილეები გამოხატავდნენ შეშფოთებას სამუშაო ადგილების გამო და მეტ დაცვას მოითხოვდნენ. პარიზში პოლიციამ დააკავა საპირველმაისო დემონსტრაციის 30-მდე მონაწილე - ძირითადად უკიდურესად მემარცხენე აქტივისტები, რომლებსაც პოლიციასთან შეტაკება მოუვიდათ. შეტაკება მოხდა ასევე ლიონში. პროფკავშირებმა დემონსტრაციები მოაწყო საფრანგეთის ბევრ ქალაქში, მათ უმეტესობამ მშვიდობიანად ჩაიარა. სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მიერ მოეწყო გამოსვლები გერმანიაში. მემარცხენე რადიკალების მიერ გამართულ თავყრილობაზე ათი ათასამდე პირი მივიდა. პოლიციასთან შეტაკება გერმანიის დედაქალაქშიც მოუვიდათ დემონსტრანტებს. თურქეთში, პროფკავშირების ლიდერებს ნება დართეს ყვავილები მიეტანათ სტამბოლის ტაქსიმის მოედანზე, თუმცა პოლიციამ არ დაუშვა მასობრივი შეკრება მოედანზე. ცნობით, 212 ადამიანი დააკავა პოლიციამ სანიტარული ნორმის დარღვევის გამო. იტალიაში, პოლიცია წინ აღუდგა რამდენიმე ასეულ დემონსტრანტს ტურინში. რომში, სახელმწიფოს მეთაურმა პატივი მიაგო მშრომელებს და ჯანდაცვის სფეროს მუშაკებს. ...
წყარო

Eva

თბილისი
  • 16 საათის წინ

ნინი

თბილისი
  • 6 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 2 დღის წინ

Яна

თბილისი
  • 5 დღის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 13 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 6 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 17 საათის წინ

Babi

თბილისი
  • 21 საათის წინ

Nina transi

თბილისი
  • 11 თვის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Alena

თბილისი
  • 2 დღის წინ

Elenica

თბილისი
  • 13 თვის წინ