ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოდიში მოიხადა მოკლული გენერლის თაობაზე გაჟონილი კომენტარის გამო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა, ბოდიში მოიხადა კომენტარისთვის, რომელიც მან გააკეთა გასულ კვირაში გაჟონილ აუდიოჩანაწერში, სადაც ის კრიტიკულია ისლამურ რევოლუციის გუშაგთა კორპუსის და მისი მოკლული, გავლენიანი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მიმართ. ზარიფმა 2 მაისს ინსტაგრამით გაავრცელა პოსტი, სადაც იმედი გამოთქვა, რომ სოლეიმანის ოჯახი და ირანელი ხალხი მას წინააღმდეგობრივ კომენტარებს აპატიებენ. გაჟონილმა ჩანაწერმა მძლავრი რეაქცია გამოიწვია ირანში საპრეზიდენტო არჩევნების წინ. ჩანაწერში ზარიფი კრიტიკას გამოთქვამს დიპლომატიაში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ჩარევის გამო და ბრალს სდებს სოლეიმანის რუსეთთან სეპარატული ურთიერთობის გამო. ზარიფი ასევე უკმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ არ აქვს საკმარისი გავლენა ქვეყნის თეოკრატიულ პოლიტიკურ სისტემაზე და აკონკრეტებს, რომ ხშირად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას მას განზე ტოვებდნენ. სოლეიმანი აშშ-ის არმიის დრონიდან გატყორცნილი რაკეტებით იქნა მოკლული ბაღდადში 2020 წლის იანვარში. მას მერე ის წამებულად არის მიჩნეული. თეირანის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება გაჟონვის ფაქტზე. მკაცრი ხაზის მიმდევრები ზარიფს „ღალატსა“ და სოლეიმანის მიმართ „ცილისწამებაში“ სდებენ ბრალს. მთავრობის პრესსპიკერმა ალი რაბიეიმ ადრე განაცხადა, რომ „დოკუმენტების ეს ქურდობა შეთქმულებაა მთავრობის, სისტემის, ქმედითი ადგილობრივი ინსტიტუტების სანდოობის, ასევე ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ“ და დასძინა, რომ ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ „დაზვერვის სამინისტროს დაავალა, დაადგინოს ამ შეთქმულებაში მონაწილეები“. გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა აუდიოჩანაწერს „შერჩეული“ და რედაქტირებული უწოდა და თქვა, რომ ის წარმოადგენს მხოლოდ მონაკვეთს შვიდსაათიანი ინტერვიუსი, რომელიც „კერძო მოსაზრებებს“ შეიცავს. ...
წყარო

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Inesa

თბილისი
  • 4 დღის წინ

Eva

თბილისი
  • 1 დღის წინ

Elena

თბილისი
  • 13 თვის წინ

Олеся

თბილისი
  • 3 დღის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 2 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 5 დღის წინ

Nini

თბილისი
  • 11 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 6 თვის წინ

mari mari

თბილისი
  • 6 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 4 დღის წინ

Tatuli

თბილისი
  • 7 თვის წინ