კიდევ 277 პირი დაჯარიმდა რეგულაციების დარღვევისთვის

ბოლო 24 საათში, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 277 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 65 პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 185 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 27 ფაქტი გამოვლინდა. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ასკ-ის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად ითვალისწინებს 40 ლარით დაჯარიმებას. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის - 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს....
წყარო

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 6 დღის წინ

Veronika

თბილისი
  • 4 დღის წინ

Ekuna

თბილისი
  • 9 თვის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 7 თვის წინ

Teona

თბილისი
  • 6 თვის წინ

анастасия

თბილისი
  • 3 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 4 დღის წინ

Liza

თბილისი
  • 6 თვის წინ

Ania

თბილისი
  • 2 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 10 თვის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 11 თვის წინ