SpaceX-მა წარმატებით დააბრუნა ასტრონავტები დედამიწაზე საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან

კერძო ფირმის, SpaceX -ის მიერ აგებული კაფსულა, რომლის ბორტზეც ოთხი ასტრონავტი იმყოფებოდა, მშვიდობიანად დაბრუნდა დედამიწაზე საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან. 2 მაისს შეერთებული შტატების კოსმოსურმა სააგენტომ NASA-მ განაცხადა, რომ ამერიკელი ასტრონავტები მაიკ ჰოპკინსი, ვიქტორ გლოვერი და შენონ უოკერი, და ასევე იაპონელი სოიჩი ნოგუჩი მექსიკის ყურეში დაეშვნენ ადგილობრივი დროით, დაახლოებით ღამის სამ საათზე. ეს დედამიწაზე ღამით დაშვების პირველი შემთხვევა იყო შეერთებული შტატების კოსმოსური ხომალდისთვის, 1968 წელს "აპოლო 8"-ს შემდეგ. ეკიპაჟი დედამიწაზე დაბრუნდა იმავე კაფსულაში - სახელწოდებით Resilience (მედეგობა) - რომლითაც ის გაფრინდა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 2020 წლის ნოემბერში. მათი მისია - კოსმოსში გატარებული 167 დღე - ყველაზე ხანგრძლივი იყო შეერთებული შტატებიდან ოდესმე გაშვებულ მისიებს შორის. თავდაპირველად, ეკიპაჟის დაბრუნება 29 აპრილისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ მისია გადაიდო ძლიერი ქარების გამო. SpaceX-ი გეგმავს კერძო კოსმოსურ მისიას სექტემბერში და კიდევ ერთი ასტრონავტის გაშვებას ოქტომბერში. ახლა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იმყოფებიან ამერიკელი, რუსი და მათთან ერად იაპონელ და ფრანგი ასტრონავტები. კერძო კომპანიებთან NASA თანამშრომლობს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მომსახურების მიზნით, მას შემდეგ, რაც 2011 წლიდან აღარ მოიხმარს მრავალჯერად კოსმოსური აპარატებს. SpaceX -მა, რომლის მფლობელია მეწარმე ილონ მასკი, თავისი პირველი ეკიპაჟი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 2020 წლის მაისში გაუშვა, რითაც დაასრულა რუსეთზე NASA-ს დამოკიდებულება - ასტრონავტების ტრანსპორტირების საქმეში. საჰაერო-კოსმოსური გიგანტი Boeing -ი იმედოვნებს, რომ 2022 წლის დასაწყისში გაუშვებს ასტრონავტებს. ...
წყარო

Lanuki transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Elza

თბილისი
  • 17 საათის წინ

Inga

თბილისი
  • 6 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Анжелина

თბილისი
  • 11 თვის წინ

Sofia27

თბილისი
  • 11 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 14 საათის წინ

Nia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Dako

თბილისი
  • 7 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 13 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 11 თვის წინ