ადვოკატ პავლოვს ათობით მწერალმა და ჟურნალისტმა დაუჭირა მხარი 

მწერლები, ჟურნალისტები და ბლოგერები უფლებათა დაცვის ორგანიზაციიდან "ПЭН-Москва", და აგრეთვე ასოციაცია "სვაბოდნოე სლოვო" -ს წევრები ღია წერილით გამოვიდნენ ადვოკატ ივან პავლოვის მხარდასაჭერად, რომელთანაც იქამდე ჩხრეკა იქნა ჩატარებული. "ივან პავლოვი ერთ-ერთი ყველაზე უფრო პროფესიონალი, პატიოსანი და მამაცი ადვოკატია რუსეთში" - ნათქვამია წერილში, რომელსაც 80-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს. ტექსტი გამოქვეყნებულია "სვაბოდნოე სლოვო" -ს საიტზე. წერილში, სხვათა შორის, ნათქვამია, რომ ადვოკატის დევნა, მისთვის კონფიდენციალური საბუთების ჩამორთმევა - "დამაშინებელი ქმედებაა არა მხოლოდ პავლოვის, არამედ მთელი საადვოკატო საზოგადოების მიმართ, და აგრეთვე მცდელობაა იმის, რომ ადვოკატი პავლოვი ივან საფრონოვის საქმეს იქნეს ჩამოშორებული". წერილზე ხელისმომწერები იმასაც არ გამორიცხავენ, რომ ადვოკატის იმ საქმიდან ჩამოშორებაც სურთ, რომელიც შეეხება ოპოზიცინერის, საპატიმროშიი მყოფი ალექეი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდს, რომელიც რუსეთის ხელისუფლების მიერ უცხოელი აგენტების სიაშია შეყვანილი და რომელზეც პროკურატურა მოითხოვს, რომ ის ექსტრემისტულ ორგანიზაციად ცნონ. "რაც უფრო ნაკლებია ინფორმაცია, მით უფრო ადვილია ბრალდებულებზე ზეწოლა. რაც უფრო ადვილია ბრალდებულებზე ზეწოლა, მით უფრო ადვილია უდანაშაულოთა მიმართ განაჩენის გამოტანა",- ხაზგასმულია ღია წერილში. 30 აპრილს, დილით, მოსკოვში, ივან პავლოვის სასტუმრო ნომერში ჩხრეკა ჩატარდა. იგი რუსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. სამძებრო მოქმედებები ჩატარდა აგრეთვე მის ცოლთანაც, ორგანიზაციის წევრთან, იგორ დორფმანთან და საკუთრივ პავლოვის ოფისში სანქტ-პეტერბურგში. იმ დღესვე, მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ჩხრეკები დაკავშირებული იყო ადვოკატის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან გამოძიების საიდუმლოს გათქმის შესახებ, რომელიც სახელმწიფო ღალატში ბრალდებულ ივან საფრონოვთან იყო დაკავშირებული. მოსკოვის ბასმანის სასამართლოს განაჩენით, ივან პავლოვს აეკრძალა გარკვეული ქმედებები. იურისტს აუკრძალეს მოწმეებთან ურთიერთობა თავის საქმესთან დაკავშირებით, აგრეთვე, სატელეფონო და სატელეგრაფო კავშირით და ინტერნეტით სარგებლობა. იგი ასევე დაავალდებულეს, პირველივე მოთხოვნაზე გამოცხადებულიყო გამომძიებელთან. "სასამართლოს მსგავსი გადაწყვეტილება, პავლოვისთვის, ფაქტობრივად, ნიშნავს საადვოკატო საქმიანობის შეზღუდვას განაჩენის გამოტანამდე", - ხაზს უსვამენ მის მხარდასაჭერად დაწერილი წერილის ხელმომწერი მწერლები, პოეტები და ჟურნალისტები. თავად პავლოვმა ანაცხადა, რომ "მას დასაძრახი არაფერი ჩაუდენია", და მის მიმართ დევნას თავისი დაცვის ქვეშ მყოფი პირების საქმეებს უკავშირებს. ...
წყარო

Kristi

თბილისი
  • 10 თვის წინ

Saly

თბილისი
  • 8 თვის წინ

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 4 საათის წინ

Elena

თბილისი
  • 3 საათის წინ

Nitaa

თბილისი
  • 2 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nina transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 10 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 11 თვის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 13 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 6 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 8 თვის წინ