ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა საზღვრიდან გაიყვანეს დამატებითი სამხედრო ძალები

ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა სახელმწიფო საზღვართან მობილიზებული დამატებითი ძალები დააბრუნეს საკუთარი ტერიტორიების სიღრმეში. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახური იუწყება სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით. მისივე ცნობით, 3 მაისის დილისთვის საზღვარზე სტაბილური ვითარებაა და ყირგიზეთის და ტაჯიკეთის თავდაცვის სამინისტროების ოფიცერთა ერთობლივი კომისია აგრძელებს დაკვირვებას იმ ტერიტორიაზე, სადაც გასულ დღეებში დამატებითი სამხედრო ძალა იყო თავმოყრილი. ყირგიზეთის ოფიციალური მონაცემებით, 28-29 აპრილს, ორი რესპუბლიკის საზღვარზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად დაიღუპა ყირგიზეთის 35 მოქალაქე, მათ შორის 3 სამხედრო. ტაჯიკეთის ხელისუფლებას დაღუპულთა შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია. რადიო თავისუფლების ტაჯიკურმა სამსახურმა თავისი წყაროებით დაადგინა 16 დაღუპულის ვინაობა. ყირგიზეთის მთავრობის მონაცემებით, ორდღიანი კონფლიქტის შედეგად ბატკენის ოლქის სოფლებში დამწვარია 78 სახლი, 8 მაღაზია, 2 სკოლა, საბავშვო ბაღი, სამედიცინო პუნქტი და პოლიციის შენობა. შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად განადგურებული სახლი სოფელ მაკსატში ორი ქვეყნის საზღვარზე, ბატკენის რაიონში შეიარაღებული კონფლიქტი 28 აპრილს დაიწყო. საზღვართან მდებარე სოფლების მცხოვრებნი ერთმანეთს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც ერთ-ერთმა მხარემ სცადა წყლის გამანაწილებელ პუნქტთან ვიდეოკამერის დამონტაჟება. მოგვიანებით კონფლიქტში ჩაერთნენ მესაზღვრეები. სიტუაციის ესკალაციაში მხარეებმა ერთმანეთი დაადანაშაულეს. 1 მაისს, ყირგიზეთის და ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციებმა მოლაპარაკება გამართეს და ცეცხლის შეწყვეტასა და საზღვრიდან დამატებითი ძალების გაყვანაზე შეთანხმდნენ. ყირგიზეთ-ტაჯიკეთის 970-კილომეტრიან საზღვაზე 70-მდე შეუთანხმებელი, სადავო პუნქტია, სადაც ადგილობრივ მცხოვრებთა შორის ხშირად ხდება კონფლიქტი წყლის და საძოვრების გამო. ...
წყარო

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 9 საათის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 6 თვის წინ

Elza

თბილისი
  • 2 დღის წინ

Saly

თბილისი
  • 8 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Maria

თბილისი
  • 7 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 8 თვის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 2 თვის წინ

молодая

თბილისი
  • 11 თვის წინ

Teona

თბილისი
  • 6 თვის წინ