კელი დეგნანი: თავისუფალი პრესა დემოკრატიის ქვაკუთხედია

პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის გამო, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, რომელშიც აღნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ბევრი საერთო ღირებულება აერთიანებს და არცერთია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიყვარული: „პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს ვფიქრობთ პრესაში მომუშავე ქალებსა და კაცებზე, რომლებიც თავისი სიცოცხლისა და კარიერის ფასადაც კი დიდ ძალისხმევას იჩენენ იმისთვის, რომ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდონ და ინსტიტუტები და ლიდერები ანგარიშვალდებულნი გახადონ“. три ელჩი დეგნანი აღნიშნავს, რომ საქართველოს და აშშ-ის კონსტიტუციები უზრუნველყოფენ პრესის თავისუფლებას, რათა ახალი ამბები ცენზურის შიშის გარეშე გავაშუქოთ და გამოვხატოთ ჩვენი შეხედულებები: „თავისუფალი პრესა დემოკრატიის ქვაკუთხედია. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჟურნალისტების დამცველი საზოგადოება, რათა მათ უსაფრთხოდ გააგრძელონ საქმიანობა. ასე, რომ დღეს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, პატივისცემა გამოვხატოთ მედიისადმი, ჩვენი თავისუფლების სადარაჯოზე მათ მიერ გაწეული ძალისხმევისთვის“. გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე 1994 წლიდან, ყოველ 3 მაისს აღინიშნება. ...
წყარო

Lika

თბილისი
  • 10 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 11 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 2 დღის წინ

наталья

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lilu

თბილისი
  • 6 თვის წინ
  • 100%

Taso transi batumi

ბათუმი
  • 10 თვის წინ

Milana

თბილისი
  • 8 თვის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 8 თვის წინ

Elisa

თბილისი
  • 9 თვის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 11 თვის წინ

молодая

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 10 თვის წინ