"დიდი შვიდეული" იმსჯელებს რუსული პროპაგანდისთვის წინააღმდეგობის გაწევის გზებზე

დღეს ლონდონში იხსნება მსოფლიოს ეკონომიკურად განვითარებული, დემოკრატიული სახელმწიფოების გაერთიანების, G7-ის(დიდი შვიდეული) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. დღის წესრიგის მთავარი თემაა „დიდი შვიდეულის“ როლის განმტკიცება და კოორდინირებული ზომების გაძლიერება მათ წინააღმდეგ, ვინც არღვევს მსოფლიოში საყოველთაოდ მიღებულ წესებზე დაფუძნებულ წესრიგს. დიდი ბრიტანეთი გაერთიანების დანარჩენ წევრებს შესთავაზებს რუსულ პროპაგანდასა და დეზინფორმაციაზე სწრაფი რეაგირების მექანიზმის შექმნას. შეხვედრის წინ, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ პროპაგანდის და ფეიკ-ნიუსების წინააღმდეგ ერთობლივი რეაგირება და მოქმედებაა საჭირო, რათა სიმართლე გააგებინონ არა მხოლოდ საკუთარ მოქალაქეებს, არამედ მთელ მსოფლიოს, მათ შორის რუსეთსა, თუ ჩინეთში მცხოვრებ ადამიანებსაც. ევროპის ქვეყნების და აშშ-ის სპეცსამსახურების თანახმად, რუსეთი და ჩინეთი ცდილობენ დეზინფორმაციით და პროპაგანდით დათესონ დასავლეთისადმი უნდობლობა და ბოლო ხანს აქტიურად ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას არჩევნების, თუ კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ. „დიდი შვიდეული“ აერთიანებს დიდ ბრიტანეთს, აშშ-ს, იაპონიას, გერმანიას, საფრანგეთს, იტალიას და კანადას. ლონდონში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც 5 მაისამდე გაგრძელდება, მიწვეულნი არიან სამხრეთ კორეის, ინდოეთის, ავსტრალიის და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის წარმომადგენლები. შეხვედრის დღის წესრიგის საკითხებს შორისაა კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინების სამართლიანი განაწილება, ადამიანის უფლებები და კლიმატის ცვლილებები. ...
წყარო

Viktoria

თბილისი
  • 4 დღის წინ

Lala

ქუთაისი
  • 3 დღის წინ

Anna

თბილისი
  • 2 დღის წინ

Bela transi

თბილისი
  • 10 თვის წინ

анастасия

თბილისი
  • 3 თვის წინ

Sofia27

თბილისი
  • 11 თვის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Ania

თბილისი
  • 2 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 6 თვის წინ

Alena

თბილისი
  • 4 დღის წინ

Lilu

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lusi

თბილისი
  • 6 დღის წინ