აშშ-ის თქმით, ჩინეთი სულ უფრო აგრესიულად მოქმედებს

სულ უფრო მეტად თავდაჯერებული ჩინეთი უფრო და უფრო აგრესიულად მოქმედებს საზღვარგარეთ და უფრო რეპრესიულად - შინ, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. როგორც ბლინკენმა 2 მაისს CBS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, ვაშინგტონს არ სურს ჩინეთის დასუსტება, მაგრამ არ მისცემს უფლებას, ძირი გამოუთხაროს წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს. „უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ვხედავთ, რომ ჩინეთი უფრო რეპრესიულად მოქმედებს სახლში და უფრო აგრესიულად - საზღვარგარეთ. ეს ფაქტია“, თქვა ბლინკენმა. უკანასკნელ ხანებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა რამდენჯერმე დაიძაბა ვაჭრობის, ჯაშუშობისა და კორონავირუსის პანდემიის თაობაზე. შეკითხვაზე, მისი აზრით, რა არის ჩინეთის გრძელვადიანი მიზანი, ბლინკენმა თქვა: „ჩემი აზრით, ჩინეთს მიაჩნია, რომ მას ძალა შესწევს, რომ უნდა იყოს და რომ იქნება მსოფლიოში დომინანტური ქვეყანა“. მაგრამ, ბლინკენის თქმით, სამხედრო კონფრონტაცია „სრულიად ეწინააღმდეგება როგორც ჩინეთის, ისე შეერთებული შტატების ინტერესებს“. ბლინკენის თქმით, აშშ-ის მიზანია, „შევინარჩუნოთ წესებზე დამყარებული წესრიგი, რომელსაც ჩინეთი საფრთხეს უქმნის. ჩვენ წინააღმდეგობას გავუწევთ ნებისმიერს, ვინც საფრთხეს შეუქმნის ამ წესრიგს და დავიცავთ მას [ამ წესრიგს]“, თქვა მან. ...
წყარო

Elenica

თბილისი
  • 13 თვის წინ

Lata

თბილისი
  • 5 დღის წინ

Eva

თბილისი
  • 12 წუთის წინ

Ilona

თბილისი
  • 2 დღის წინ

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 10 საათის წინ

Anuki

თბილისი
  • 8 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 2 დღის წინ

Teona

თბილისი
  • 6 თვის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 2 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 12 წუთის წინ

Svetlana

თბილისი
  • 2 დღის წინ

Tako

თბილისი
  • 7 თვის წინ