"რუსთავის აზოტის" გაფიცული თანამშრომლები მუშაობის განახლებას დათანხმდნენ

„რუსთავის აზოტმა“ მუშაობა განაახლა, მას შემდეგ, რაც საწარმოს თანამშრომლებმა დაახლოებით ერთი კვირის წინ გამოცხადებული გაფიცვა შეწყვიტეს. მუშები დათანხმდნენ ადმინისტრაციის წინადადებას, რომელიც მათ მოთხოვნას ნაწილობრივ აკმაყოფილებს. გაფიცულები ხელფასის 50%-ით გაზრდას მოითხოვდნენ, საწარმოს ხელმძღვანელობამ კი, შრომის ანაზღაურების 250 და 125 ლარით მომატება შესთავაზა. მუშებს საწარმოს ფინანსურმა დირექტორმა, ალექსანდრე ლატარიამ აცნობა, რომ მათ, ვისაც ხელფასი 1000 ლარზე ნაკლები აქვს, 250 ლარი დაემატება, ხოლო მათ, ვისაც 1000 ლარზე მეტი - 125 ლარი. გაფიცულები სამუშაო ადგილებზე იმ პირობით დაბრუნდნენ, რომ ხელმძღვანელობის ზეპირი შეთავაზება დოკუმენტურად დადასტურდება. „რუსთავის აზოტში“ დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 500-1000 ლარია. შრომის ანაზღაურებით უკმაყოფილო ღამის ცვლის მუშები 26 აპრილს, სპონტანურად გაიფიცნენ, 28 აპრილს კი, მათ მთელი საწარმო - 2000-მდე თანამშრომელი შეუერთდა. გაფიცვის პერიოდში საწარმოს მენეჯმენტთან მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, ქვემო ქართლის გუბერნატორი, გაერთიანებული პროფკავშირების ლიდერები და მათი იურისტები. ...
წყარო

Nata

თბილისი
  • 11 თვის წინ

Luba

თბილისი
  • 11 საათის წინ

Diko

თბილისი
  • 2 თვის წინ

Яна

თბილისი
  • 2 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 2 დღის წინ

Lilu

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lala

ქუთაისი
  • 4 საათის წინ

Viktoria

თბილისი
  • 2 დღის წინ

Anna

თბილისი
  • 6 თვის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 11 თვის წინ