63 ქვეყნის 250-ზე მეტმა ჟურნალისტმა გამოუხატა მხარდაჭერა რუსეთის დამოუკიდებელ მედიას

63 ქვეყნის 250-ზე მეტმა ჟურნალისტმა გამოუხატა მხარდაჭერა რუსეთის გამოცემა „ვაჟნიე ისტორიისა“ და DOXA-ს, ასევე გამოცემა „მედუზას“, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ „უცხოეთის აგენტების“ სიაში შეიყვანა. ჟურნალისტთა ღია წერილი გამოქვეყნებულია სტუდენტურ ჟურნალ DOXA-ს საიტზე. ამ გამოცემის ოთხი რედაქტორი ახლახან სისხლის სამართლის საქმეში ეჭვმიტანილებად გამოაცხადეს. პუბლიკაცია პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს ეძღვნება. წერილში ნახსენებია „ვაჟნიე ისტორიის“ მთავარი რედაქტორის, რომან ანინის ბინაში ჩატარებული ჩხრეკა და სისხლის სამართლის საქმე, რომელიც, დოკუმენტის ავტორთა თანახმად, აღიძრა იმისთვის, რომ, ხელი შეეშალოს ჟურნალისტის გამოძიებებს. წერილში საუბარია ასევე DOXA-ს რედაქტორების, არმენ არამიანის, ნატალია ტიშკევიჩის, ვლადიმირ მეტიოლკინისა და ალა გუტნიკოვას სამართლებრივ დევნაზე და „მედუზის“ მიჩნევაზე „უცხოეთის აგენტად“. „ეს სტატუსი, რომელიც რუსეთის კანონმდებლობამ ახლახან შემოიღო, გამოცემას უყენებს მოთხოვნებს, რომლების შესრულებაც შეუძლებელია. მათ შეუსრულებლობას კი შეიძლება მოჰყვეს უზარმაზარი ჯარიმები, საიტის დაბლოკვა და მისი ჟურნალისტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა,“ ნათქვამია წერილში. წერილის ავტორები მიიჩნევენ, რომ კრემლი ცდილობს, ჩააჩუმოს დამოუკიდებელი მედია და რუსეთის მოქალაქეებს მართალ ინფორმაციაზე წვდომა მოუსპოს. ისინი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეასრულოს სიტყვის თავისუფლების დაცვის სფეროში ნაკისრი ვალდებულებები. წერილს ხელს აწერენ ისეთი გამოცემების ჟურნალისტები, როგორებიცაა The Guardian, The Washington Post, Le Monde, Süddeutsche Zeitung, Reuters, Deutsche Welle და სხვ. ...
წყარო

Veronika

თბილისი
  • 2 დღის წინ

Anka

თბილისი
  • 2 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 2 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 2 დღის წინ

Elza

თბილისი
  • 56 წუთის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 2 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Ania

თბილისი
  • 2 თვის წინ

анастасия

თბილისი
  • 3 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 11 თვის წინ