ევროკავშირმა გამოიძახა რუსეთის ელჩი, ბლოკის რვა ოფიციალური პირისთვის მოგზაურობის აკრძალვის გასაპროტესტებლად

ევროკავშირმა 3 მაისს გამოიძახა ბრიუსელში რუსეთის ელჩი, რათა დაეგმო მოსკოვის საპასუხო გადაწყვეტილება ქვეყანაში ჩასვლის აკრძალვის შესახებ ბლოკის რვა ოფიციალური პირისთვის. ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ელჩ ვლადიმირ ჩიჟოვს შეხვედრაზე უთხრეს "ევროკავშირის ინსტიტუტების და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან მძლავრად უარყოფის და მტკიცედ დაგმობის შესახებ ამ გადაწყვეტილებისა, რომელიც სრულიად პოლიტიკურად იყო მოტივირებული და არ ჰქონდა იურიდიული გამართლება" - იუწყება ევროპული კომიია, ევროკავშირის აღმასრულებელი შტო. ევროკავშირის მესვეურებმა ასევე აღნიშნეს რუსეთის მიერ გასულ თვეში ჩეხი დიპლომატების გაძევება, მას შემდეგ, რაც პრაღამ გააძევა რუსეთის სავარაუდო აგენტები, იმ ეჭვების ფონზე, რომ მოსკოვს კავშირი ჰქონდა ქალაქ ვრბეტიცეში, იარაღის საწყობში 2014 წელს მომხდარ სისხლიან აფეთქებასთან. ევროკავშირის მხარემ გამოხატა "ღრმა შეშფოთება ყველა ამ გადაწყვეტილების ერთიანი ეფექტის გარშემო" ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობებზე. ბრიუსელი აცხადებს, რომ 27-წევრიანი ბლოკი იტოვებს საპასუხო ნაბიჯების გადადგმის უფლებას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასულ კვირაში გასცა აკრძალვა ევროკავშირის ოფიციალური პირებისთვის - მათ შორისაა ვერა იუროვა, ევროპული კომისიის ღირებულებების და გამჭვირვალობის უწყების ვიცე-პრეზიდენტი, დავიდ სასოლი, ევროპის პარლამენტის პრეზიდენტი და ჟაკ მარი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საფრანგეთის დელეგაციის წევრი. მოსკოვის განცხადებით, ეს ნაბიჯი იყო პასუხი სანქციებზე, რომლებიც ბლოკში რუსეთის მოქალაქეებს დააკისრეს. ევროკავშირმა გასულ თვეში დააკისრა სანქციები ორ რუსს, რომლებსაც ბრალად ედებათ გეების და ლესბოსელების დევნა ჩეჩნეთში. ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ასევე ოთხ ოფიციალურ პირს პრეზიდენტ პუტინის გარემოცვიდან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირს ანტირუსული "ისტერიის" გამოწვევაში ადანაშაულებს. ...
წყარო

Олеся

თბილისი
  • 9 დღის წინ

Dako

თბილისი
  • 7 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 19 საათის წინ

Tata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nina transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Lilu

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 2 დღის წინ

Tika

თბილისი
  • 13 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 2 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 10 თვის წინ