საქართველოში უქმე დღეები კიდევ კვირაზე მეტხანს გაგრძელდება

4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად. ეს გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ჯერ კიდევ 9 აპრილს მიიღო, როცა ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო დამსაქმებლებს მიმართა თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადაყვანის რეკომენდაციით. დაახლოებით ორი კვირის შემდეგ, 26 აპრილს საბჭომ მობილობის შემცირების მოტივით, დროებით აკრძალა მუნიციპალური ტრანსპორტის მიმოსვლაც. საქართველოში ამ სახეობის ტრანსპორტი არ მუშაობს 3 მაისიდან 12 მაისის ჩათვლით. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითვე, 4 მაისის ჩათვლით აკრძალულია სასაფლაოებზე მისვლა. საქართველოში, აღდგომის დღესასწაულის შემდეგ საფლავების მონახულების ტრადიცია არსებობს. კორონავირუსის ეპიდემიის გამო, მეორე წელია აღდგომის შემდეგ, სასაფლაოებზე მისვლა იკრძალება. საქართველოში უქმე დღე იყო აღდგომის წინა პარასკევი, 30 აპრილიც და აღდგომის დღესასწაულის მომდევნო ორშაბათი - 3 მაისი. ქვეყანაში ოფიციალური უქმე დღეა 12 მაისიც(წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე). ამასთან, უქმე დღეებში კერძო სექტორისთვის რაიმე სავალდებულო აკრძალვა არ მოქმედებს. აპრილში, ბოლო სამი თვის განმავლობაში პირველად, საქართველოში ისევ 1000-ს გადააჭარბა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების დღიურმა მაჩვენებელმა. ...
წყარო

Elena

თბილისი
  • 3 საათის წინ

Elenica

თბილისი
  • 13 თვის წინ

Anuki

თბილისი
  • 9 თვის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 13 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 2 დღის წინ

Inga

თბილისი
  • 6 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 4 დღის წინ

Nini

თბილისი
  • 11 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 2 დღის წინ
  • NEW

დეა

თბილისი
  • 1 დღის წინ