საქართველოში იწყება "სინოფარმის" ვაქცინით აცრა

დღეიდან, 4 მაისიდან საქართველოში იწყება იმუნიზაცია ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინით. მისი გაკეთება შეუძლიათ 18 წელს ზემოთ მოქალაქეებს. დღეს დილით, „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე. საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზა 3 აპრილს მიიღო. ვაქცინაციისთვის მოქალაქეთა რეგისტრაცია 27 აპრილს დაიწყო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 27 აპრილიდან დარეგისტრირდა 17 613 მოქალაქე. ასევე ნახეთ სანამ აიცრებით - რა ვიცით სინოფარმზე  4 მაისს, „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყება იმუნიზაციის პროცესში ჩართულ 30 დაწესებულებაში 33 ამცრელი ბრიგადით. 5 მაისიდან პროცესში ჩაერთვება კიდევ 44 სამედიცინო დაწესებულება. მწარმოებლის თანახმად, „სინოფარმის“ ვაქცინის ეფექტიანობა 79%-ია. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, რომელიც რამდენიმე თვეა „სინოფარმს“ იყენებს, განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ვაქცინამ 86%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. ევროკავშირის ქვეყნებიდან „სინოფარმი“ აღიარებული აქვს უნგრეთს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანახმად, ამჟამად „სინოფარმის“ ვაქცინას იყენებენ 45-მდე ქვეყანაში. ასევე ნახეთ WHO-ს ექსპერტები: „სინოფარმი“ ეფექტიანი და უსაფრთხოა საქართველოში კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. დღემდე მიმდინარეობს 55 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეების და სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა ვაქცინაცია ამერიკულ-გერმანული „ფაიზერის“ და ბრიტანულ-შვედური „ასტრაზენეკას“ ვაქცინებით. 3 მაისის მდგომარეობით, საქართველოში აცრილია 45 344 ადამიანი. მათგან „ფაიზერის“ ორივე დოზა გაკეთებული აქვს 6064-ს. ...
წყარო

молодая

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 11 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 4 დღის წინ

Bela transi

თბილისი
  • 10 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 10 თვის წინ

Анжелина

თბილისი
  • 11 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 13 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 4 დღის წინ

Kristi

თბილისი
  • 10 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 4 დღის წინ

Яна

თბილისი
  • 7 დღის წინ