აშშ ჩრდილოეთ კორეას მოუწოდებს ჩაერთოს დიპლომატიაში ბირთვული განიარაღებისთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა 3 მაისს ჩრდილოეთ კორეას მოუწოდა "დიპლომატიურად ჩაერთოს" მიმდინარე უთანხმოებაში მისი ბირთვული იარაღის საკითხის გარშემო. ამ განცხადებამდე, ბლინკენმა ლონდონში კონსულტაციები გამართა რეგიონულ მოკავშირეებთან, იაპონიასა და სამხრეთ კორეასთან. ბლინკენი ლონდონში მონაწილეობს დიდი შვიდეულის (G7) შეხვედრაში. ჩრდილოეთ კორეისადმი ბლინკენის ამ მიმართვას წინ უძღოდა უხეში ფორმულირებები ფხენიანის მხრიდან. ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა გასული კვირის ბოლოს ვაშინგტონი დაადანაშაულეს ჩრდილოეთ კორეის ღირსების ხელყოფაში, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული ვითარების კრიტიკის გამო. ფხენიანი ვაშინგტონს მისი თავდაცვის უფლების შეზღუდვაშიც ადანაშაულებს, ბირთვული საფრთხის "შეკავების" დაცვით. "იმედი მაქვს, რომ ჩრდილოეთი კორეა გამოიყენებს დიპლომატიური ჩართვის შესაძლებლობას, რათა გაირკვეს არსებობს თუ არა გზები საიმისოდ, რომ ვიმოძრაოთ მიზნისკენ - კორეის ნახევარკუნძულის სრული ბირთვული განიარაღებისკენ" - უთხრა ბლინკენმა ჟურნალისტებს ლონდონში. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩრდილოეთ კორეის მიმართ აშშ-ის პოლიტიკის გადასინჯვის ბრძანება გასცა, მას შემდეგ, რაც იანვარში ხელისუფლება გადაიბარა დონალდ ტრამპისგან - რომელიც შეზღუდულ დათმობებზე წავიდა, თუმცა მნიშვნელოვან შედეგებს ვერ მიაღწია ავტორიტარ ლიდერ, კიმ ჩენ ინთან გამართულ სამ სამიტზე. ...
წყარო

Kato

თბილისი
  • 6 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 2 დღის წინ

Mistress

თბილისი
  • 12 საათის წინ

Nina

თბილისი
  • 10 თვის წინ

Mila

თბილისი
  • 13 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 8 თვის წინ

Marikuna

თბილისი
  • 13 თვის წინ

Zarra

თბილისი
  • 7 თვის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 19 საათის წინ

Lizi

თბილისი
  • 2 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 13 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 19 საათის წინ