კახეთში სეტყვით დაზარალებულები აქციებს განაგრძობენ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბანში საპროტესტო აქცია გამართა ძლიერი სეტყვით დაზარალებული მოსახლეობის ნაწილმა. მათი მოთხოვნა იყო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა და ზარალის ანაზღაურებაზე მსჯელობის დაწყება. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მერიის წარმომადგენლებს შეატყობინეს, რომ ადგილზე მათ მისვლას ითხოვდნენ, თუმცა, პასუხად მიიღეს, რომ ქვეყანაში უქმე დღეებია, მერია არ მუშაობს და შეხვედრა ვერ შედგებოდა. დაზარალებულები ამბობენ, რომ 29 აპრილს, საღამოს მოსულმა სეტყვამ ისინი წლევანდელი მოსავლის გარეშე დატოვა და სახელმწიფოს დახმარების გარეშე არსებობა გაუჭირდებათ. აქციის ერთ-ერთი მონაწილის, გლახო ხარაიშვილის თქმით, სტიქიამ სრულად გაუნადგურა ალუჩის, ქლიავის, უნაბის, მარწყვის, ჟოლოს და მაყვლის ბაღები და მისი ზარალი დაახლოებით 30 ათასი ლარია. Embed share კახეთში სეტყვით დაზარალებულები აქციებს განაგრძობენ Embed share The code has been copied to your clipboard. width px height px Facebook-ზე გაზიარება   Twitter-ზე გაზიარება   The URL has been copied to your clipboard No media source currently available 0:00 0:02:35 0:00 დაზარალებულთა განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას კიდევ ერთხელ შეეცდებიან და უარის შემთხვევაში, ყვარელი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზას გადაკეტავენ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტიქიით დაზარალებულებმა აქცია 30 აპრილსაც გამართეს. აქციაზე მისულმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ უთხრეს, რომ სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ზარალს ვერ აანაზღაურებს და ადგილობრივ ხელისუფლებას მხოლოდ ინფრასტრუქტურული ზიანის გამოსწორება შეუძლია. ასევე ნახეთ სტიქიის შედეგად დაზარალებულებმა ყვარელი-ლაგოდეხის გზა გადაკეტეს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სეტყვამ, წვიმამ და ძლიერმა ქარმა კახეთის სამი მუნიციპალიტეტის, ლაგოდეხის, გურჯაანის და ყვარლის ათეულობით სოფელი დააზარალა. მოსავლის ნაწილი მთლიანად განადგურებულია. გურჯაანის მუნიციპალიტეტში 150-მდე საცხოვრებელ სახლს სახურავი აქვს გადახდილი. ასევე ნახეთ კახეთში აქცია გამართეს სტიქიით დაზარალებულებმა ...
წყარო

Anka

თბილისი
  • 8 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 4 დღის წინ

Salo

თბილისი
  • 13 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 4 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 11 თვის წინ

Zarra

თბილისი
  • 7 თვის წინ

Maria

თბილისი
  • 7 თვის წინ

Mistress

თბილისი
  • 1 დღის წინ

Anna

თბილისი
  • 6 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 8 თვის წინ