ნიკა მელიას ადვოკატი ამბობს, რომ გირაოს გადასახდელად თანხმობა საჭირო არ არის

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის "გათავისუფლების გასაღები" ხელისუფლების ხელშია. მან მელიასთან ციხეში შეხვედრის შემდეგ განმარტა, რომ გირაოს გადახდაზე მელიას თანხმობა არ არის საჭირო. "აბსოლუტურად არ არის საჭირო ნიკა მელიას თანხმობა არავითარ გირაოზე, ნებისმიერ დროს შეუძლია, ხელისუფლებამ მიმართოს სასამართლოს და ნიკა მელია თავისუფლდება სხდომათა დარბაზიდან. არც სამართლებრივად და არც სხვა მხრივ, ნიკა მელიას თანხმობა არაფერ შუაშია. ნიკა მელიას გათავისუფლების გასაღები არის ხელისუფლების ხელში... ხელისუფლებისთვის ნიკა მელიას ციხეში ყოფნა პრობლემაა, მაგრამ, როგორც ჩანს, მათთვის უფრო დიდი პრობლემაა ნიკა მელიას თავისუფლებაში ყოფნა, ამიტომ ყველაფერს გააკეთებენ, რომ მისი პატიმრობა გაახანგრძლივონ და ისრები მასზე გადმოიტანონ", - განაცხადა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა. გირაოს შესაფარდებლად აუცილებელია, სასამართლო სხდომა გაიმართოს, რომელიც ამ დროის მონაცემებით, ჯერ ჩანიშნული არ არის. ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან გამართული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. მელია 23 თებერვალს დილით, საპოლიციო ძალებმა "ნაციონალური მოძრაობის" მთავარ ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააპატიმრეს. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის დაკავებამ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი გააღრმავა. რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ კი შედგა შეთანხმების დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მელია პარლამენტმა "ამნისტიის კანონით" უნდა გაათავისუფლოს. პარალელურად, ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირი მზად არის გადაიხადოს მელიასთვის შეფარდებული გირაოს საფასური - 40 ათასი ლარი. ამ გირაოს გადახდაზე მელია უარს აცხადებდა. ...
წყარო

Veronika

თბილისი
  • 1 დღის წინ

ნინი

თბილისი
  • 6 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Sofia

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Ella

თბილისი
  • 1 დღის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 8 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 9 საათის წინ

Ninaka

თბილისი
  • 9 თვის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 2 თვის წინ

Lala

ქუთაისი
  • 1 დღის წინ

Mistress

თბილისი
  • 12 საათის წინ