დავითგარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე ივერი მელაშვილსა და "მთავარი არხის" ჯგუფს თავს დაესხნენ

დავითგარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე ივერი მელაშვილსა და "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ინფორმაციას ავრცელებს "მთავარი არხი", რომლის პირდაპირ ეთერშიც გაგრძელდა ინციდენტის ნაწილი. "მეორედ არ მოხვიდე აქ... დავაი, წადით აქედან... აღარ მოხვიდეთ აქ... გამყიდველო, შე უნამუსო, შენ", - მიმართავდნენ ივერი მელაშვილს დავითგარეჯთან ახლოს მდებარე დასახლებულ ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეები. როგორც "მთავარი არხის" ჟურნალისტი, ნინუცა კეკელია ჰყვება, სამონასტრო კომპლექსში ივერი მელაშვილთან ერთად სიუჟეტის მოსამზადებლად ჩავიდა. "იქ მარტოები ვიყავით, არ იყვნენ სასულიერო პირები, არც მრევლი იყო, მხოლოდ ტურისტები იყვნენ. როდესაც ჩაწერა მიმდინარეობდა, ივერი მელაშვილთან მივიდა სასულიერო პირი და უთხრა, რომ იყო მოღალატე და არ ჰქონდა დავითგარეჯში ჩასვლის უფლება... მასთან ერთად იყო სამოქალაქო პირი, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, მან ოპერატორისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება სცადა... [შემდეგ] რამდენიმე სასულიერო პირი მოვიდა და სიტუაცია დაიძაბა ისე, რომ ჩემს ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ და კამერა დააზიანეს", - იხსენებს ჟურნალისტი. три რადიო თავისულებას სურდა გასაუბრებოდა ივერი მელაშვილსაც. მელაშვილმა საუბარი ვერ შეძლო, ტელეფონიდან ისმოდა მის მიმართ შეურაცხყოფა. ინციდენტთან დაკავშირებით რადიო თავისუფლება ელოდება შინაგან საქმეთა სამინისტროდან კომენტარს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ივერი მელაშვილს თავს დაესხნენ. მას პატიმრობიდან გათავისუფლებიდან რამდენიმე დღეში ტექნიკის მაღაზიაში მიაყენეს შეურაცხყოფა. renderExternalContent("//www.radiotavisupleba.ge/embed/player/0/31080735.html?type=video&pangeaEmbed=true", "//www.radiotavisupleba.ge/media/video/31080735.html?type=video") მაშინ მისმა ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა. "პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე ეკისრება ხელისუფლებას, რომელიც საკუთარი პროპაგანდით მორალურ სასამართლოს უწყობს უდანაშაულო ადამიანებს და ხალხს უბიძგებს მათზე ძალადობრივი იერიშისკენ", - ამბობდა მაშინ მშვენიერაძე. "კარტოგრაფების საქმეზე" ბრალდებული ივერი მელაშვილი მეორე ბრალდებულ ნატალია ილიჩოვასთან ერთად წინასწარი პატიმრობიდან სასამართლო დარბაზიდან 28 იანვარს გათავისუფლდა. სახელმწიფო ბრალდების მხარე მას მაღალი თანამდებობის პირების დავალებით ქვეყნისთვის საზიანოდ ტერიტორიების შეთანხმებას ედავება აზერბაიჯანის სასარგებლოდ. არც ივერი მელაშვილი და არც ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ. ასევე ნახეთ სისტემა უნდა არჩევდეს დასაბუთებულ აზრს და პროვოკაციას - ინტერვიუ ივერი მელაშვილთან ...
წყარო

Lile

თბილისი
  • 8 თვის წინ

Luba

თბილისი
  • 15 საათის წინ

Inga

თბილისი
  • 6 თვის წინ

Anuki

თბილისი
  • 8 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 6 თვის წინ

наталья

თბილისი
  • 6 დღის წინ

Lata

თბილისი
  • 3 დღის წინ

Lizi

თბილისი
  • 3 დღის წინ

Viktoria

თბილისი
  • 1 დღის წინ

Veronika

თბილისი
  • 1 დღის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 9 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 15 საათის წინ