სლოვაკეთის პარლამენტმა ნდობა გამოუხატა ახალ მთავრობას ედუარდ ჰეგერის ხელმძღვანელობით

სლოვაკეთის პარლამენტმა ნდობა გამოუხატა ახალ მთავრობას ედუარდ ჰეგერის ხელმძღვანელობით. საპროგრამო განცხადების ორდღიანი განხილვის შემდეგ მინისტრთა ახალ კაბინეტს უმრავლესობამ, დამსწრე 144 დეპუტატიდან 89-მ დაუჭირა მხარი. ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და მემარჯვენე-კონსერვატიული პარტია „ჩვეულებრივი ადამიანების“ ლიდერის, იგორ მატოვიჩის მთავრობა მარტის ბოლოს გადადგა. ამის მიზეზი გახდა მატოვიჩის გადაწყვეტილება კორონავირუსის რუსული ვაქცინის, Sputnik V-ის შესყიდვის თაობაზე. შესყიდვის წინააღმდეგ გამოვიდნენ პარტიის პარტნიორები კოალიციაში, რომლებიც აღნიშნავენ, რომ რუსულ ვაქცინას არა აქვს გავლილი ევროპული რეგისტრაცია. 1 მარტს ცნობილი გახდა, რომ სლოვაკეთში ჩაიტანეს Sputnik V-ის 200 ათასი დოზა. Sputnik V ჯერჯერობით ევროკავშირში გამოსაყენებლად არ დაუმტკიცებია ევროპის მედიკამენტების სააგენტოს. აპრილის დამდეგს სლოვაკეთის მარეგულირებელმა განაცხადა, რომ სლოვაკეთისთვის მიწოდებული Sputnik V-ის პარტია არ არის იმ პრეპარატის იდენტური, რომელიც რუსეთში კლინიკური გამოცდისთვის გამოიყენებოდა და გამოსაცდელად მიეწოდა ევროპის კავშირს. რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა, რომელიც მონაწილეობდა ვაქცინის შექმნის დაფინანსებაში და ახლა უცხოეთში მის დისტრიბუციას ეწევა, სლოვაკეთის მხარეს დეზინფორმაციაში დასდო ბრალი და მიწოდებული პარტიის უკან დაბრუნება მოსთხოვა. ...
წყარო

Tata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Bela transi

თბილისი
  • 10 თვის წინ

Tatiana

თბილისი
  • 12 თვის წინ

Mila

თბილისი
  • 13 თვის წინ

Dako

თბილისი
  • 7 თვის წინ

Sofia27

თბილისი
  • 11 თვის წინ

Tako

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lata

თბილისი
  • 6 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 5 დღის წინ

Mako

თბილისი
  • 6 თვის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 11 თვის წინ