ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში „Спутник V“-ით ვაქცინაცია დაიწყო

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში კოვიდსაწინააღმდეგო აცრა რუსული „Спутник V-ით დაიწყეს. საინფორმაციო სააგენტო „რესის“ თანახმად, ვაქცინით პირველი ჟურნალისტი კოსტა კოშტე აიცრა. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი თერაპევტის, ამბულატორიულ-პოლიკლინიკური ცენტრის ხელმძღვანელის, თამარ სანაკოევას განმარტებით, აცრა 6 ადამიანს ჩაუტარდა. როგორც თამარ სანაკოევამ უთხრა სააგენტო "რესს", პირველ რიგში ვაქცინაცია შეეხებათ სამედიცინო პერსონალსა და განათლების სფეროს მუშაკებს. მისივე თქმით, ცხინვალის გარდა, ვაქცინაცია ჩატარდება ასევე რაიონულ საავადმყოფოებშიც. „Спутник V“-ის პირველი პარტია, ვაქცინის 2 000 დოზა, ცხინვალში, 4 კონტეინერით 30 აპრილს ჩაიტანეს. ამავე დღეს რუსეთისგან რუსული კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის Спутник V-ის პირველი პარტია - 6,5 ათასი დოზა მიიღო ოკუპირებულმა აფხაზეთმა. Apsnypress-ის ინფორმაციით, ვაქცინაციის დაწყება აფხაზეთში მაისის დღესასწაულების შემდეგ იგეგმება. საქართველოს მთავრობამ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს მარტის ბოლოს შესთავაზა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე აცრის პროცესში ჩართვა და, შესაბამისად, „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინების გაკეთება. საპასუხოდ, დე ფაქტო რესპუბლიკებში განაცხადეს, რომ მოსახლეობის ვაქცინაცია განიხილება „მოკავშირისა და სტრატეგიული პარტნიორის, რუსეთის ფედერაციის დახმარებით“. ...
წყარო

Катя

თბილისი
  • 11 თვის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 2 თვის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 13 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 4 დღის წინ

Ella

თბილისი
  • 2 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 2 დღის წინ

Bela transi

თბილისი
  • 10 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 13 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 1 დღის წინ

Анжелина

თბილისი
  • 11 თვის წინ

Mila

თბილისი
  • 13 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 6 თვის წინ