შვეიცარია აცხადებს, რომ თეირანში ტრაგიკულად დაიღუპა მისი საელჩოს თანამშრომელი

შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, ირანში მისი საელჩოს თანამშრომელი ქალი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. ირანის საინფორმაციო სააგენტოების თანახმად, ქალი თეირანის გარეუბანში მდებარე მაღალი შენობიდან გადმოვარდა. 4 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში საგარეო საქმეთა სამინისტრო და მინისტრი იგნაციო კასისი შეძრწუნებას გამოხატავენ მომხდარის გამო და თანაუგრძნობენ დაღუპულის ოჯახს. სამინისტრო არ აკონკრეტებს გარდაცვლილის ვინაობას. ირანის პოლიციის ცნობით, ინციდენტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ირანის საინფორმაციო სააგენტო Mehr-ს მოჰყავს საგანგებო ვითარებათა სამსახურის წარმომადგენლის, მოჯტაბა ხალედის სიტყვები, რომ გარდაცვლილი თეირანში შვეიცარიის საელჩოს პირველი მდივანი იყო და ის მკვდარი იპოვეს თეირანის გარეუბანში, მაღალსართულიანი სახლის წინ, სადაც ცხოვრობდა. ხალედის თანახმად, 51 წლის დიპლომატის გვამი მებაღემ იპოვა 4 მაისს. ...
წყარო

Babi

თბილისი
  • 10 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 1 დღის წინ

Viktoria

თბილისი
  • 4 დღის წინ

Lata

თბილისი
  • 6 დღის წინ

Babi

თბილისი
  • 4 საათის წინ

Nia

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Aida

თბილისი
  • 6 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 4 დღის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 7 თვის წინ

Zarra

თბილისი
  • 7 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 4 დღის წინ