ბელარუსში პატიმრობა მიესაჯა სვიატლანა ციხანოუსკაიას ოთხ თანამებრძოლს

ბელარუსის ქალაქ გომელში 6-დან 6,5 წლამდე პატიმრობა მიესაჯა ოთხ ოპოზიციონერს, რომლებსაც ბრალი ედებათ შენობების ხელში ჩაგდებისა და არეულობის მზადებაში. იური ვლასოვი, ტატიანა კანევსკაია, დმიტრი ივაშკოვი და ალექსანდრ შაბალინი პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, სვიატლანა ციხანოუსკაიას ნდობით აღჭურვილი პირები იყვნენ. ისინი 9 აგვისტოს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დააპატიმრეს. სასამართლოში მტკიცებულების სახით წარმოდგენილ იქნა სამწუთიანი რედაქტირებული ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ბრალდებულები თითქოს ციხანოუსკაიასთან ერთად მსჯელობენ, როგორ ჩაიგდებენ ხელში ადმინისტრაციულ შენობებს და დანიშნავენ საკუთარ წარმომადგენლებს ქალაქის აღმასრულებელ კომიტეტში. ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ. სასამართლო სხდომაზე არ დაუშვეს დამოუკიდებელი ჟურნალისტები. ამის მიზეზად ხელისუფლებამ ადგილების შეზღუდული რაოდენობა დაასახელა. 2020 წლის აგვისტოდან მინსკსა და ბელარუსის სხვა მსხვილ ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. მათი მონაწილეები მიიჩნევენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ოფიციალურ გამარჯვებულად ალიაქსანდრ ლუკაშენკა გამოცხადდა, გაყალბებული იყო. დემონსტრანტები მოითხოვენ, გამარჯვებულად აღიარებულ იქნეს ციხანოუსკაია, რომელიც ახალი თავისუფალი კენჭისყრის დაპირებით გამოვიდა. ევროკავშირის რიგი ქვეყნები, ასევე დიდი ბრიტანეთი, აშშ და კანადა არ აღიარებენ ლუკაშენკას ლეგიტიმურობას და სანქციები შემოიღეს ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ. ისინი ახალი არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოდიან. ...
წყარო

Liza

თბილისი
  • 6 თვის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 8 თვის წინ

Inga

თბილისი
  • 6 თვის წინ

Eva

თბილისი
  • 18 საათის წინ

Anna

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nina transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Qeti

თბილისი
  • 2 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 6 თვის წინ

Ilona

თბილისი
  • 2 დღის წინ

Kristi

თბილისი
  • 10 თვის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 18 საათის წინ

Anuki

თბილისი
  • 8 თვის წინ