„სინოფარმით“ ვაქცინაციის პროცესში შიდა ქართლი 5 მაისიდან ჩაერთვება 

ჩინური წარმოების ვაქცინა „სინოფარმით" იმუნიზაციის პროცესისთვის ემზადებიან შიდა ქართლში. გორში, კლინიკა „გორმედში" ვაქცინაცია 5 მაისს, 10:00 საათიდან დაიწყება. აცრის მსურველებმა ადგილები წინასწარ დაჯავშნეს, ამ ეტაპზე 24 მაისის ჩათვლით გორში თავისუფალი ადგილი აღარ არის. საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი, რეგისტრაცია 27 აპრილიდან მიმდინარეობს. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21 დღის ინტერვალით კეთდება. ვაქცინის შენახვის პირობები 2-დან 8 გრადუსამდეა. საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზა 3 აპრილს მიიღო. ვაქცინაციისთვის მოქალაქეთა რეგისტრაცია 27 აპრილს დაიწყო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 27 აპრილიდან დარეგისტრირდა 17 613 მოქალაქე. ასევე ნახეთ WHO-ს ექსპერტები: „სინოფარმი“ ეფექტიანი და უსაფრთხოა მწარმოებლის თანახმად, „სინოფარმის“ ვაქცინის ეფექტიანობა 79%-ია. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, რომელიც რამდენიმე თვეა „სინოფარმს“ იყენებს, განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ვაქცინამ 86%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. ევროკავშირის ქვეყნებიდან „სინოფარმი“ აღიარებული აქვს უნგრეთს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანახმად, ამჟამად „სინოფარმის“ ვაქცინას იყენებენ 45-მდე ქვეყანაში. ...
წყარო

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 2 საათის წინ

Vika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 16 საათის წინ

Nata

თბილისი
  • 11 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 13 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 10 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Elza

თბილისი
  • 16 საათის წინ

mari mari

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nini

ბათუმი
  • 13 თვის წინ

Ania

თბილისი
  • 2 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 6 თვის წინ