პაატა იმნაძე განმარტავს როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ვაქცინის მეორე დოზა გაგიცდებათ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განმარტებით, მათ, ვინც გარკვეული მიზეზით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით ასაცრელად მისვლა ვერ შეძლო, ჯანდაცვის სამინისტროში განცხადების დაწერა და აღდგენა შეუძლიათ. "თუ ავად არ გახდა და რაღაც მიზეზით გააცდინა მეორე დოზა, ამის აღდგენა პრობლემა არ არის, ყოველთვის შეიძლება. ამისთვის საჭიროა შესაბამისი განცხადება ჯანდაცვის სამინისტროში, რომ ადამიანმა რაღაც მიზეზებით მეორე დოზა ვერ მიიღო და არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს, რომ შესაბამისი ვაქცინით მეორე დოზით ვაქცინაცია მოხდეს", - ამბობს იმნაძე. საქართველოში პირველი ვაქცინის გაკეთებიდან მეორე ვაქცინის გაკეთებამდე 300-ზე მეტ მოქალაქეს დაუდასტურდა კორონავირუსი. იმნაძის თქმით, ვაქცინის მეორე დოზით ეს მოქალაქეები ინფიცირებიდან 120 დღის შემდეგ შეიძლება აიცრან. "რა თქმა უნდა, გვაქვს მეორე დოზის გაცდენების შემთხვევები. მაგალითად, “ფაიზერის” პირველი დოზით აიცრა 13 951, მეორე დოზით - 13 539. 300-ზე მეტია შემთხვევაა პირველი დოზის შემედეგ დაინფიცირების. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, ვინაიდან მხოლოდ პირველ დოზას ისეთი დაცვა არა აქვს, რომ ადამიანი არ დაინფიცირდეს. თუმცა მათშიც ძალიან იოლად წავიდა დაავადება. ამ შემთხვევაში ჯერჯერობით მუშაობს ზუსტად იგივე გაიდლაინი, ინფიცირების შემდეგ პირველ დოზასთან დაკავშირებით, ანუ აცრა შესაძლებელია კორონავირუსის გადატანიდან 120 დღის შემდეგ. უკვე გამოჩნდა ბევრი პუბლიკაცია, რომ შესაძლოა, კოვიდგადატანილებში ვაქცინის 1 დოზა საკმარისი იყოს, თუმცა ეს არ არის ისე მტკიცედ არგუმენტირებული, რომ ჯერჯერობით შეტანილი იქნას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინებში”, - აღნიშნა იმნაძემ. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსზე პირველი დოზით აცრილია 105 500 ადამიანი, დღეში იცრება საშუალოდ 3 613 ადამიანი. საქართველოში ამ დროისთვის ხელმისაწვდომია შემდეგი ვაქცინები: ასტრაზენეკა (45+ პირებისთვის) სინოვაკი (რომელზე რეგისტრაციაც დღეს დაიწყო) სინოფარმი (რომელზე რეგისტრაციაც აცრის პირველი დოზისთვის მხოლოდ რამდენიმე პუნქტშია შესაძლებელი) აცრისთვის ჯავშნის გაკეთება შეგიძლიათ ონლაიან booking.moh.gov.ge-ზე ან ტელეფონზე დარეკვით ნომერზე - 1522. ...
წყარო

Tatiana

თბილისი
  • 13 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 7 თვის წინ

Ania

თბილისი
  • 3 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 7 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nini

თბილისი
  • 12 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Veronika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lusi

თბილისი
  • 6 დღის წინ

Inga

თბილისი
  • 7 თვის წინ

Qeti

თბილისი
  • 3 თვის წინ

анастасия

თბილისი
  • 4 თვის წინ