ჯანმო: კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი, შესაძლოა, ოფიციალურზე სამჯერ მეტი იყოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში მსოფლიოში გარდაცვლილთა რაოდენობა, შესაძლოა, სამჯერ მეტი იყოს ოფიციალურ ცნობებში მოყვანილ ციფრებთან შედარებით. „გარდაცვლილთა რეალური რიცხვი სულ მცირე 2-3-ჯერ აღემატება ოფიციალურად გავრცელებულ მონაცემს“, - განაცხადა ჯანმოს გენერალური დირექტორის მოადგილემ, სამირა ასმამ, ჟურნალისტებთან საუბარში, გაეროს უწყების მიერ ჯანდაცვის გლობალური სტატისტიკის ყოველწლიური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ. 2021 წლის მაისისათვის, გაეროს სააგენტოს ანგარიშის თანახმად, უშუალოდ COVID-19-ის პანდემიის შედეგად გარდაიცვალა დაახლოებით 3,4 მილიონი ადამიანი. „სინამდვილეში ეს რიცხვი 2-3-ჯერ მეტი უნდა იყოს. ჩემი ფრთხილი ვარაუდით, გარდაცვლილთა რაოდენობა დაახლოებით 6-8 მილიონით უნდა შეფასდეს“, - განაცხადა ასმამ ვირტუალურ პრესკონფერენციაზე. ამ შეფასებაში იგულისხმება როგორც COVID-19-ის შედეგად გარდაცვალების დაურეგისტრირებელი, ისე სამკურნალო დაწესებულებებში შესაბამისი შესაძლებლობის არარსებობის, პაციენტების გადაადგილების შეზღუდვისა თუ სხვა ფაქტორებით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევები. „როგორც ჩანს, ჩვენ საქმე გვაქვს COVID-19-თან როგორც პირდაპირ, ისე ირიბად დაკავშირებული სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებლის ერთობ არასრულ აღიცხვასთან“, - განაცხადა ჯანმოს ანალიტიკოსმა, ულიამ მსენბურიმ. COVID-19-ზე ქვეყნის ოფიციალურ მონაცემებს დეზინფორმაცია უწოდეს რუსეთში. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ტატიანა გოლიკოვამ დეკემბერში აღიარა, რომ რუსეთში წარმოებული სტატისტიკა საეჭვოა. მისი ვარაუდით, 2020 წლის პირველი 11 თვის განმავლობაში აღრიცხული „ჭარბი სიკვდილიანობის“ 229 700 შემთხვევის 81% დაკავშირებულია COVID-19-თან. ეს ნიშნავს, რომ სიკვდილიანობა უნდა ყოფილიყო 186 000-ზე მეტი. მაშინ, როცა სტატისტიკური სააგენტო „როსსტატის“ მონაცემებით, იმ დროისთვის ოფიციალურად 57 000 ადამიანი იყო გარდაცვლილი ამ ვირუსით. ...
წყარო

დეა

თბილისი
  • 1 თვის წინ

Teona

თბილისი
  • 7 თვის წინ

Ania

თბილისი
  • 3 თვის წინ

mari mari

თბილისი
  • 7 თვის წინ

наталья

თბილისი
  • 8 საათის წინ

Mila

თბილისი
  • 14 თვის წინ

Vika

ბათუმი
  • 3 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 9 თვის წინ

Inesa

თბილისი
  • 18 საათის წინ

Lala

ქუთაისი
  • 1 საათის წინ

Tata

ბათუმი
  • 8 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 7 თვის წინ