რუსეთში 10 ადამიანი დაიღუპა მიწისქვეშა გამწმენდი სამუშაოების დროს

რუსეთში, დონის როსტოვის ოლქში 10 მუშა დაიღუპა სოფელ დმიტრიადოვკაში მდებარე წყალკანალის კოლექტორზე მიმდინარე სამუშაოების დროს. დაშავებული 8 მუშა საავადმყოფოშია გადაყვანილი. წინასწარი ინფორმაციით, გამწმენდ ნაგებობაში, სადაც სამუშაოები ტარდებოდა, მეთანის გაზის გაჟონვა მოხდა, რამაც მუშების მოწამვლა გამოიწვია. ტაგანროგის მერზე დაყრდნობით რუსული საინფორმაციო საშუალება „ინტერფაქსი“ იუწყება, რომ შემთხვევის ადგილზე მაშველები აგრძელებენ სამძებრო სამუშაოებს. უცნობია, თუ მთლიანობაში რამდენი მუშა იმყოფებოდა კოლექტორში. მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საწარმო უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნათა დარღვევის მუხლით, რასაც შედეგად მოჰყვა ადამიანების დაღუპვა. შემთხვევის ადგილზე გაიგზავნა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის კრიმინალისტთა ჯგუფი. ...
წყარო

Ekuna

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lala

ქუთაისი
  • 2 საათის წინ

Lilu

თბილისი
  • 7 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 8 თვის წინ

Ninaka

თბილისი
  • 10 თვის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 8 თვის წინ

Diko

თბილისი
  • 2 დღის წინ

Tata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 10 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 12 თვის წინ

Mako

თბილისი
  • 7 თვის წინ