კიევში პატიმრობა მიუსაჯეს გავლენიან კრიმინალურ ლიდერს ლაშა ჯაჭვლიანს („ლაშა სვანს“)

კიევის პეჩორის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა უკრაინის კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან წარმომადგენელს „ლაშა სვანს“, რომელიც მოსამართლის გადაწყვეტილებით პარასკევს დარბაზშივე დააპატიმრეს. 47 წლის ლაშა სვანი, ლაშა ჯაჭვლიანი, წარმოშობით საქართველოდან, ქალაქ რუსთავიდანაა. წარსულში სამართალდამცველებმა იგი არა ერთხელ დააკავეს კიევში. საინფორმაციო პორტალ „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, ბოლოს ლაშა სვანი ორგანიზებული დამნაშავეების წინააღმდეგ უკრაინის ხელისუფლების მიერ გამოცხადებული შეურიგებელი ბრძოლის ფარგლებში, 19 მაისს სასტუმროში დააკავეს. ლაშა სვანთან ერთად დაკავებულ კიდევ ერთ „კანონიერ ქურდს“ სერგეი ოლეინიკს („უმკა“) სამართალდამცველებმა ჩხრეკისას ჩამოართვეს ე.წ. ქურდული „ობშიაკისთვის“ განკუთვნილი 3,2 მილიონი ამერიკული დოლარი. მოსამართლის გადაწყვეტილებით ლაშა სვანი 60 დღით დარჩება წინასწარ პატიმრობაში, გირაოს ალტერნატივის გარეშე. დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსი 255-ე მუხლით (დანაშაულებრივი გავლენის დამყარება და გავრცელება) მიმდინარეობს. 14 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამტკიცა სანქციები „კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც ეროვნული უშიშროებისა დ თავდაცვის საბჭომ მიიღო ათთვიანი გამოძიების საფუძველზე. ამის შესახებ ზელენსკის ვებსაიტი იტყობინება. შავ სიაში აღმოჩნდა 557 ყველაზე ცნობილი ბოროტმოქმედი. თითქმის ყველა მათგანი უცხოელია და უკრაინის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს, თავად ქვეყანაში კი - მხოლოდ 34, რომელთაგან 17 უკვე იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ...
წყარო

Zarra

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Inesa

თბილისი
  • 1 დღის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 12 თვის წინ

Lala

ქუთაისი
  • 2 საათის წინ

Нора

თელავი
  • 9 თვის წინ

Lata

თბილისი
  • 6 დღის წინ

Babi

თბილისი
  • 2 საათის წინ

Aida

თბილისი
  • 7 თვის წინ

Luba

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 11 თვის წინ