„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „ქართულ ოცნებასა“ და მის ლიდერებს მოუწოდა, შეაჩერონ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრთა არჩევის პროცესი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „ქართულ ოცნებასა“ და მის ლიდერებს მოუწოდა, შეაჩერონ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრთა არჩევის პროცესი. გიორგი ვაშაძის განცხადებით, ეს არალეგიტიმური და უკანონო პროცესია, რომელიც ეწინააღმდეგება 19 აპრილის შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას. ვაშაძემ იმედი გამოთქვა, რომ „ქართული ოცნება“ დროულად „მოეგება გონს“, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მკაცრ მოქმედებებს და მათ შორის საპროტესტო აქციებს აანონსებს დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის მხრიდან. „მომავალ კვირას „ქართული ოცნება“ მზაკვრულად გეგმავს, რომ დაჩქარებული წესით აირჩიოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის, ხაზგასმით უნდა აღვნოშნო, რომ ეს ეწინააღმდეგება 19 პრილის შარლ მიშელის შეთანხმებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეწინააღმდეგება იმ ფუნდამენტურ მართლმსაჯულების რეფორმას, რომელიც შეთანხმების დოკუმენტით უნდა განხორციელდეს საქართველოში. უფრო მეტიც, მესამე პუნქტის მესამე ქვეპუნქტი პირდაპირ ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმა უნდა განხორციელდეს სწორედ ამ დოკუმენტის შესაბამისად. მედიატორებს პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდათ ყველა ხელმომწერ მხარესთან, „ქართული ოცნების“ ჩათვლით. მათი პოზიცია ცნობილია, ისინიც მიიჩნევენ, რომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს შეჩერება იუსტიციის უმაღესი საბჭოს წევრების არჩევის პროცესის და განისაზღვროს ახალი პროცედურა, რომელსაც მეტი ნდობა ექნება საზოგადოების მხრიდან. მივმართავ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, მივმართავ „ქართული ოცნების“ ლიდერს ირაკლი კობახიძეს და რაც მთავარია, მივმართავ სასამართლოში „კლანს“, მეგობრებო, მესმის, რომ თქვენ შეიძლება სურვილი გაქვთ, სწრაფად ჩაფარცხოთ ეს საკითხი, მაგრამ ასე არ გამოვა. ეს რეფორმად ვერ ჩაითვლება, ეს დანიშვნები იქნება არალეგიტიმური და უკანონო, შეთანხმების სულისკვეთების საწინააღნდეგო, ამიტომ მოგიწოდებთ, შეაჩერეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის პროცესი, ისევე როგორც შეჩერდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდო დანიშვნის პროცესი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს უფრო მკაცრ ზომებს მივმართოთ ოპოზიციამ, რომელმაც ხელი მოვაწერეთ ამ შეთანხმებას. დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს უკანონო, არალეგიტიმური არჩევის პროცესი, რომლითაც „კლანს“ კიდევ ერთხელ უნდა, რომ გაამყაროს თავისი ძალაუფლება სასამართლოში. ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ როგორც საკანონმდებლო ინიციატივებით, ასევე თუ მოგვიწევს, რა თქმა უნდა, საპროტესტო ღონისძიებითაც. ამიტომ, იმედი მაქვს, დროულად გონს მოეგება „ქართული ოცნება“,-განაცხადა ვაშაძემ....
წყარო

Milana

თბილისი
  • 9 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 2 დღის წინ

Ania

თბილისი
  • 3 თვის წინ

Mistress

თბილისი
  • 12 საათის წინ

Veronika

თბილისი
  • 7 საათის წინ

Kato

თბილისი
  • 7 თვის წინ

молодая

თბილისი
  • 12 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 11 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 21 წუთის წინ

Salo

თბილისი
  • 14 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 7 საათის წინ