ბულგარეთი არ გეგმავს ვეტოს გაუქმებას ჩრდილოეთ მაკედონიის ეროკავშირში გაწევრიანებაზე

ბულგარეთი არ აპირებს, რომ გააუქმოს თავისი ვეტო, რაც გზას გაუხსნიდა მეზობელ ჩრდილოეთი მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებას. ამის მიზეზად სოფია ასახელებს მრავალი წლის განმავლობაში წარმოქმნილ უთანხოებას ენისა და ისტორიის საკითხებში. „ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკასთან დაკავშირებით ბულგარეთის ეროვნულ პოზიციაში არავითარი ცვლილებება არ არის მოსალოდნელი“, - განაცხადა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სვეტლან სტოევმა 21 მაისს ევროკავშირის ოფიციალურ პირებთან სოფიაში გამართულ შეხვედრაზე. მინისტრის ამავე მოსაზრებას იზიარებს ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი, რომელმაც განაცხადა, რომ ევროკავშირის დასავლეთ ბალკანეთში გაფართოება უნდა დაეფუძნოს კეთილოზებლურ ურთიერთობაში მდგრადი შედეგების მიღწევას. „სწორედ ამიტომ ჩვენ დეკლარაციის ნაცვლად, გვსურს დავინახოთ ჩვენი უსაფრთხოებისა და ნაციონალური ინტერსების მკაფიო გარანტიები“, - განაცხადა ბულგარეთის პრეზიდენტმა. 2020 წლის ნოემბერში ბულგარეთმა დაბლოკა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე ჩრდილოეთ მაკედონიასა და ბლოკს შორის მოლაპარაკებების დაწყება და უარი თქვა დაემტკიცებინა სკოპიესთან მოლაპარაკების ე.წ. ჩარჩო. ბულგარეთს სურს, რომ სკოპიემ აღიაროს, თავისი კულტურული და ენობრივი იდენტიფიკაციის ბულგარული ფესვები. სკოპიე ამტკიცებს, რომ მაკედონური ენა ეს არის განსაკუთრებული სამხრეთ სლავური ენა, სოფია კი აცხადებს, რომ მაკედონური ენა - ბულგარული ენის უბრალო დიალექტს წარმოადგენს. ამ პრობლემის გადასაჭრელად შეიქმნა ისტორიკოსთა ერთობლივი კომისია, მაგრამ მან ვერ შეძლო შეხების წეტილების მოძებნა. ...
წყარო

Alena

თბილისი
  • 29 წუთის წინ

Elza

თბილისი
  • 2 დღის წინ

mari mari

თბილისი
  • 7 თვის წინ
  • 100%

Taso transi batumi

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Tata

ბათუმი
  • 8 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 29 წუთის წინ

Nina

თბილისი
  • 11 თვის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 12 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 29 წუთის წინ

Nini

თბილისი
  • 12 თვის წინ

Sofia27

თბილისი
  • 12 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 11 თვის წინ