ბელარუსის კოლონიაში გარდაიცვალა პოლიტპატიმარი ვიტოლდ აშურაკი

ბელარუსის ქალაქ შკლოვის კოლონიაში გარდაიცვალა აქტივისტი ვიტოლდ აშურაკი, რომელსაც 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის. ის პოლიტპატიმრად იყო მიჩნეული. პოლიტპატიმრის სიკვდილის შესახებ ბელარუსის დამოუკიდებელი მედია და გარდაცვლილის თანამებრძოლები იტყობინებიან. ვიტოლდ აშურაკი 50 წლის იყო. გამოცემა „ნაშა ნივის“ ინფორმაციით, სიკვდილის მიზეზი გულის გაჩერებაა. ეს კოლონიაში პირველი სიკვდილია შარშანდელ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის გასამართლებულთა შორის. კოლონიიდან აქტივისტი წერდა, რომ პოლიტპატიმრების ტანსაცმელზე ყვითელ სანიშნეებს აკერებენ. „აქ არ არის პოლიტიკურთა ნაკლებობა. ასე რომ, არ არსებობს მოწყენის მიზეზი. მით უმეტეს, რომ ადმინისტრაციამ გამოსცა ბრძანება, ტანსაცმელზე მიაკერონ ყვითელი ფერის სანიშნები, ამიტომ პოლიტიკურები შორიდანვე ჩანან“, წერდა აშურაკი. „მეორე მსოფლიო ომის გამოცდილება ძალიან სასარგებლო იქნება ჩვენს ქვეყანაში“, დასძენს იგი თავის წერილში. აშურაკი ქალაქ ლიდის მახლობლად ცხოვრობდა. ის ლიდაში 9 აგვისტოს მონაწილეობდა დემონსტრაციაში და მაშინ დააკავეს. მოიხადა ადმინისტრაციული პატიმრობა, მაგრამ სექტემბერში კვლავ დააკავეს და აღარ გაუთავისუფლებიათ - მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და მილიციონერების მიმართ ძალადობის ბრალდებით. საქმე დახურულ რეჟიმში განიხილებოდა. აშურაკი ბელარუსის სახალხო ფრონტის აქტივისტი იყო, ცდილობდა დეპუტატად კენჭისყრას, დაკავებული იყო ეკოლოგიური პრობლემებით. ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები შარშან აგვისტოს შემდეგ მიმდინარეობს. მასში ასიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რამდენიმე ათეული ათასი დააკავეს, ბევრი მათგანი აწამეს. ასობით ადამიანის მიმართ არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე. ბევრი მათგანი კოლონიებში ან ჯერჯერობით წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. ...
წყარო

Elza

თბილისი
  • 2 დღის წინ

молодая

თბილისი
  • 12 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 5 საათის წინ

Lika

თბილისი
  • 11 თვის წინ

Lusi

თბილისი
  • 5 დღის წინ

Babi

თბილისი
  • 2 დღის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 8 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lata

თბილისი
  • 5 დღის წინ

Ania

თბილისი
  • 3 თვის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 12 თვის წინ

Nina transi

თბილისი
  • 12 თვის წინ