ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებმა უპასუხეს 20 ივნისს დაზარალებულთა წერილს

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებისას დაზარალებული აქტივისტების 14 მაისის წერილს უპასუხეს. три ელჩები გამოთქვამენ იმედს, რომ მიღებული შეთანხმებით საქართველო შეძლებს გადადგას ნაბიჯი ფუნქციური პარლამენტის აღდგენისთვის, რომელიც იქნება იმ ფართო რეფორმების გატარების ერთგული, რომლებიც გააღრმავებს საქართველოს დემოკრატიას. "19 აპრილის შეთანხმება იყო კომპრომისი, რომლამდე მიღწევაც მოხდა გამოწვევებით სავსე მედიაციის პროცესის შედეგად. პირველი პუნქტით შეთანხმებაში გაწერილია მზაობა გადაწყდეს აღქმული პოლიტიზებული მართლმსაჯულების შემთხვევები. ამის გათვალისწინებით, პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ პარტიებზეა დამოკიდებული ამ ვალდებულებების ზუსტი მოდალობების განსაზღვრა, მათ შორის ამნისტიის კანონისა, რომელიც შეთანხმების მიზნებს ითვალისწინებს და პატივს სცემს საქართველოს კანონმდებლობას, ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციას და სხვა შესაბამის საერთაშორისო კონვენციებს, რომელთა წევრი საქართველოცაა. შეთანხმებაში მოხსენიებული ამნისტია ეხება მტკივნეულ ეპიზოდს საქართველოს ისტორიაში, არა მხოლოდ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების მსხვერპლთათვის, არამედ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისთვისაც, რომლებიც გამოწვევის წინაშე დადგნენ მომხდარი მოვლენების გამო. ასეთ პოლარიზებული გარემოში საჭიროა ინკლუზიური პროცესი პარლამენტში, რათა მოხდეს იმ რეფორმების ხელშეწყობა, რომლებიც თავიდან აირიდებს ასეთი ტრაგიკული მოვლენების განმეორებას და მოიტანს უფრო დიდი გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას", - ნათქვამია წერილში. წერილში ელჩები ასევე ხაზს უსვამენ, რომ ახლა მნიშვნელოვანია, ყველა დაინტერესებულმა მხარემ უზრუნველყოს შეთანხმების წარმატებით განხორციელება, რათა საქართველოს პარალიზების გამომწვევი პოლიტიკური კრიზისი დასრულდეს. ეს კი საშუალებას მისცემს ყველა მხარეს, იმუშაოს საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციის განმტკიცებისა და გაძლიერებული დემოკრატიული ინსტიტუტების მეშვეობით სამართლიანობისა და ანგარიშვალდებულების მისაღწევად. 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციაზე დაშავებული, ელჩებისთვის გაგზავნილი ღია წერილის ერთ-ერთი ავტორი, ირაკლი ფავლენიშვილი რადიო თავისუფლებასთან აცხადებს, რომ ძალიან დროული და მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო პარტნიორების პასუხი მათ წერილზე. "ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი იყო, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ მათი მიზანი იყო პოლიტიკური პოლარიზაციის დასასრული და პოლიტიკური მართლმსაჯულების შემთხვევების აღმოფხვრა ქვეყანაში, ხოლო რა ფორმით მოხდება ამის აღსრულება, ეს უკვე პარლამენტის პასუხისმგებლობაა. ანუ ამნისტიის კანონპროექტი იმ ფორმით, რაც ჩვენ ...
წყარო

Elena

თბილისი
  • 14 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 8 თვის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 14 თვის წინ

Ania

თბილისი
  • 3 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 1 დღის წინ

Inesa

თბილისი
  • 1 დღის წინ

Anna

თბილისი
  • 7 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 14 თვის წინ

Nina transi

თბილისი
  • 12 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 9 თვის წინ