აშშ-ის საელჩო 23 მაისის აქციასთან დაკავშირებით თანამშრომლებს აფრთხილებს

„აშშ-ს სამთავრობო პერსონალს რეკომენდაცია ეძლევა, მოერიდონ დემონსტრაციის ტერიტორიებს და გამოიჩინონ სიფრთხილე, თუკი მასობრივი შეკრების სიახლოვეს აღმოჩნდებიან, - ამ განცხადებას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. 23 მაისს, 14:00 საათზე, თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილია მასშტაბური დემონსტრაცია, რის გამოც მოსალოდნელია გზის გადაკეტვა და საგზაო მოძრაობის შეფერხება. „მასობრივი შეკრებები, თუნდაც მშვიდობიანი, შესაძლოა, დაპირისპირებაში გადაიზარდოს. აშშ-ის სამთავრობო პერსონალს ეძლევა რეკომენდაცია, მოერიდონ დემონსტრაციის ტერიტორიებს და გამოიჩინონ სიფრთხილე, თუკი მასობრივი შეკრების ადგილის სიახლოვეს მოხვდებიან,“- აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია თბილისში, 23 მაისს, 14.00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზეა დანიშნული. აქციის მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ: გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი „ნამახვანის ჰესების“ კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ, გაუქმდეს „ნამახვანის ჰესების“ კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი. ...
წყარო

Babi

თბილისი
  • 11 თვის წინ

დეა

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ

Mako

თბილისი
  • 7 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 9 თვის წინ

Marikuna

თბილისი
  • 14 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Ania

თბილისი
  • 3 თვის წინ

Milana

თბილისი
  • 9 თვის წინ

Dako

თბილისი
  • 8 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 7 თვის წინ