ირაკლი ღარიბაშვილი: „ქართველებისა და აფხაზების საერთო მომავალს ალტერნატივა არ გააჩნია“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუკზე გამოეხმაურა „აფხაზეთის დღეს“, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ინციატივით 23 მაისს აღინიშნება. „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოში 23 მაისს აფხაზეთობას აღვნიშნავთ. მინდა მივულოცო ეს დღე მთელ საქართველოს, განსაკუთრებით კი - ჩვენს აფხაზ დებსა და ძმებს! აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ქართველებისა და აფხაზების საერთო მომავალს ალტერნატივა არ გააჩნია. მშვიდობა, განვითარება და ევროპული მომავალი, დარწმუნებული ვარ, გახდება იმის წინაპირობა, რომ ჩვენ, ჩვენს აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად, ვიცხოვრებთ ერთიან, ძლიერ საქართველოში“, - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში. 23 მაისი – მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღეა, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 2014 წელს აფხაზეთის დღედაც გამოაცხადა. ...
წყარო

Saly

თბილისი
  • 9 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 19 საათის წინ

ნინი

თბილისი
  • 7 თვის წინ

Zarra

თბილისი
  • 8 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 19 საათის წინ

Elenica

თბილისი
  • 14 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Mariko

თბილისი
  • 1 თვის წინ

Luba

თბილისი
  • 18 საათის წინ

Anuki

თბილისი
  • 9 თვის წინ

Tatiana

თბილისი
  • 13 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ