„ევროვიზიაში“ გაიმარჯვა იტალიურმა ჯგუფმა Maneskin-მა

სიმღერის კონკურს „ევროვიზიაში“ გაიმარჯვა იტალიურმა ჯგუფმა Maneskin-მა. კონკურსის ფინალი კვირას გაიმართა ნიდერლანდის ქალაქ როტერდამის არენა Ahoy-ში. ფინალში 26 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საერთო ჯამში იტალიურმა ჯგუფმა 524 ქულა მოაგროვა. პროფესიონალური ჟიურის კენჭისყრით Maneskin-ი მხოლოდ მეოთხე ადგილზე იყო, მაგრამ მას მაყურებელთა ხმებმა მოუპოვა გამარჯვება. 2006 წლის შემდეგ „ევროვიზიაში“ პირველად გაიმარჯვა ჯგუფმა, რომელმაც როკენროლის სტილში შეასრულა სიმღერა. სიმღერა იტალიურად შესრულდა. იტალიის წარმომადგენელმა „ევროვიზიაში“ უკანასკნელად 1990 წელს გაიმარჯვა. საქართველოს წარმომადგენელი თორნიკე ყიფიანი „ევროვიზიის” ფინალში ვერ გადავიდა. ქართველმა კონკურსანტმა „ევროვიზიის” მეორე ნახევარფინალში შეასრულა სიმღერა You. ისლანდიის წარმომადგენლები, რომლებიც ფინალში გავიდნენ, წარმოდგენაში მონაწილეობას ვერ იღებდნენ, ვინაიდან ერთ-ერთ მუსიკოსს COVID-19 აღმოაჩნდა და მათი გამოსვლა ჩანაწერში აჩვენეს. „ევროვიზიის“ ფინალზე დასწრება მხოლოდ 3500 ადამიანს შეეძლო. ეს როტერდამის არენა Ahoy-ის ტევადობის დაახლოებით ერთი მეხუთედია. შარშან კონკურსი გაუქმდა კორონავირუსის პანდემიის გამო. ...
წყარო

Tika

თბილისი
  • 14 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 3 საათის წინ

ნინი

თბილისი
  • 7 თვის წინ

Anuki

თბილისი
  • 9 თვის წინ

Elza

თბილისი
  • 2 დღის წინ

Vika

თბილისი
  • 4 დღის წინ

Nitaa

თბილისი
  • 4 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ

Milana

თბილისი
  • 9 თვის წინ

Tata

ბათუმი
  • 8 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 1 საათის წინ

Нора

თელავი
  • 9 თვის წინ