აშშ-ში 90 ათასი დოლარი ჩამოართვეს პირს, რომელმაც კაპიტოლიუმის შტურმის მონაწილის მოკვლა გადაიღო

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ 90 ათასი დოლარის კონფისკაცია მოახდინა იუტის შტატის მცხოვრებლის, ჯონ ერლ სალივანისგან. სალივანმა ჟურნალისტებს მიჰყიდა ვიდეო, რომელზეც გადაღებულია დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მომხრის, ეშლი ბებიტის სიკვდილი მიმდინარე წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრის დროს. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. New York Times-ის თანახმად, ეშლი ბებიტი კაპიტოლიუმში შეღწევას შეეცადა ჩამტვრეული შუშის კარიდან. ამ მომენტში მას პოლიციელმა ესროლა. ქალი წაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ის მალე გარდაიცვალა. პროკურატურამ დამატებითი სისხლის სამართლის ბრალდებები წაუყენა სალივანს, რომელიც თავს „პოლიტიკურ აქტივისტად“ მიიჩნევს. პროკურატურამ მას მიუთითა, რომ ის უკანონოდ მოხვდა კაპიტოლიუმის შენობაში და მონაწილეობდა არეულობებში. პროკურატურამ უკვე წაუყენა ბრალდებები კაპიტოლიუმის შტურმის 440 მონაწილეს. 6 იანვარს ტრამპის მომხრეები კონგრესის შენობაში შეიჭრნენ მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა თეთრი სახლის მახლობლად გამოსვლისას კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ 2020 წლის არჩევნები გაყალბებული იყო. ბრბომ ჩაამსხვრია ფანჯრები და პოლიციასთან შეტაკებები მოაწყო. ამ დროს იმართებოდა კონგრესის ორივე პალატის სხდომა პრეზიდენტად ჯო ბაიდენის დასამტკიცებლად. საჭირო გახდა კანონმდებელთა სასწრაფო ევაკუაცია. სასამართლოს მასალების თანახმად, სალივანი ტრაბახობდა, რომ მის მიერ გადაღებული კადრები შეიძლება „მილიონობით დოლარი“ ღირდეს. პროკურატურის ინფორმაციით, სალივანმა კადრები რამდენიმე სააგენტოს მიჰყიდა საერთო ჯამში 90 ათას დოლარად. დოკუმენტში არაა მითითებული სააგენტოები, რომლებმაც სალივანისგან ვიდეო შეიძინეს. ...
წყარო

Нора

თელავი
  • 9 თვის წინ

Luba

თბილისი
  • 2 საათის წინ

Dako

თბილისი
  • 8 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 2 დღის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 14 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 11 თვის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 3 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 54 წუთის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 12 თვის წინ

Tata

ბათუმი
  • 8 თვის წინ

Ella

თბილისი
  • 54 წუთის წინ