ეკონომიკის მინისტრის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვეს რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციაზე

თბილისში, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე, ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა კომპანია „ენკას“ რიონის ხეობიდან გასვლა და მასთან 2015 წელს გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვა. „ჩვენი მოთხოვნები მკაფიოა – კომპანია „ენკამ“ უნდა დატოვოს რიონის ხეობა, უნდა გაწყდეს ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულება, რომელიც დადებულია კომპანიასთან, რომელიც გულისხმობს რიონის ხეობის მთლიანად კერძო საკუთრებაში გადაცემას. ზოგადად გაუქმდეს ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც გაცემულია 2015 წლიდან დღემდე კომპანიასთან დაკავშირებით. მოვითხოვთ მორატორიუმის გამოცხადებას, პაუზის აღებას ამ სექტორში, რომ საზოგადოების აზრი იქნას გათვალისწინებული, ენერგოსექტორში რა მიმართულებით მივდივართ, როგორ ვვითარდებით, ეს არის უმნიშვნელოვანესი“. გოლეთიანმა ასევე მოითხოვა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასა და ყველა იმ პირზე, რომლებიც ხელს აწერენ „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას. „ვითხოვდით და ვითხოვთ ეკონომიკის მინისტრის გადადგომას იმ ქმედების გამო, რაც მან გააკეთა მუნიციპალიტეტის შენობაში, ქუთაისში, როცა გვაბრალებენ, თითქოს დიალოგზე არ მივდივართ, მისული ვიყავით რვა ადამიანი და თვითონ გაიპარა ამ შეხვედრიდან, ამიტომ ამ შეურაცხმყოფელი ჟესტის გამო შემდგომ აქციაზე მოვითხოვეთ მისი გადადგომა, თუმცა დღეს ემატება მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა. ...
წყარო

Tatuli

თბილისი
  • 9 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 7 საათის წინ

Nata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 12 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 5 დღის წინ

Ninaka

თბილისი
  • 10 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lata

თბილისი
  • 6 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Anastasia

თბილისი
  • 1 საათის წინ

Dina

თბილისი
  • 1 დღის წინ

Zarra

თბილისი
  • 8 თვის წინ