ვარლამ გოლეთიანი: „ჩვენ დავკეტავთ დედაქალაქს!“

თბილისში, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა წინასწარ მოუხადა ბოდიში დედაქალაქის მოსახლეობას მოსალოდნელი დისკომფორტის გამო. „ჩვენ ხვალ დავკეტავთ დედაქალაქს და დავანახვებთ მთელ მსოფლიოს, რომ ქართველები ვართ ერთიანი და შეუპოვარი ერი. თუ ჩვენ ძალისხმევას არ ექნება შედეგი, მოძრაობა გააერთიანებს ყველა პროტესტს, რასაც ადგილი აქვს მთელი ქვეყნის მასშტაბით. რეგიონებში გაფიცვებია, აქციებია... ჩვენ გავაერთიანებთ ყველაფერს, ჩვენ გავხდებით იმდენად ბევრნი, რომ ჩვენი ეს სიმრავლე შეარყევს ხელისუფლებას. ჩვენ არ გვინდა რევოლუცია. ეს ჩვენც დაგვაზიანებს. ჩვენ გონივრულად უნდა გადავდგათ ნაბიჯები, ხოლო მთავრობამ გადაწყვიტოს, არის თუ არა ხალხის ინტერესების გამტარი. თუ არა, მაშინ დატოვოს ხელისუფლება. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ხალხის პროტესტი იყოს უგულებელყოფილი. ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რომ წლობით ვიდგეთ აქ, ხოლო მათ აკეთონ თავიანთი საქმე“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა. საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნები ასეთია: გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ". გაუქმდეს ნამახვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი. თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. Embed share ვარლამ გოლეთიანი: „ვერავინ ვერსად ვერ შეძლებს გადაადგილებას“ Embed share The code has been copied to your clipboard. width px height px Facebook-ზე გაზიარება   Twitter-ზე გაზიარება   The URL has been copied to your clipboard No media source currently available 0:00 0:03:00 0:00 „24 მაისის 12:00 საათამდე ეძლევა ხელისუფლებას დრო, რათა დააკმაყოფილოს ჩვენი მოთხოვნები“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა სიტყვით გამოსვლისას. ...
წყარო

Eva

თბილისი
  • 1 დღის წინ

Qeti

თბილისი
  • 3 თვის წინ

Nina transi

თბილისი
  • 12 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 7 საათის წინ

Нора

თელავი
  • 9 თვის წინ

Luba

თბილისი
  • 1 დღის წინ

Inesa

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 29 დღის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 10 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 7 თვის წინ

Ella

თბილისი
  • 1 დღის წინ

молодая

თბილისი
  • 12 თვის წინ