„სინოვაკით“ ვაქცინაცია დღეიდან დაიწყება

კიდევ ერთი ჩინური ვაქცინით, "სინოვაკით" მოქალაქეების ვაქცინაცია საქართველოში დღეიდან დაიწყება. ქვეყანას მარაგში "სინოვაკის" 100 ათასი დოზა აქვს. მსურველების რეგისტრაცია 21 მაისიდან დაიწყო. ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია როგორც სპეციალურ პორტალზე, ასევე ტელეფონის ნომერზე 15 22. ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, "სინოვაკი" ტრადიციული მეთოდით, ინაქტივრებული ვირუსის გამოყენებით შექმნილი ვაქცინაა და მისი 2 დოზა 21 დღის ინტერვალით კეთდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, "სინოვაკის" ვაქცინა დადებითად შეფასდა იმუნიზაციის ექსპერტთა სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფის (The Strategic Advisory Group of Experts on Immunization (SAGE) მიერ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, "სინოვაკის" ვაქცინას გვერდითი მოვლენები მინიმალურად და მსუბუქი ფორმებით ახასიათებს. მისივე ინფორმაციით, კვლევებმა აჩვენა, რომ აღნიშნულ ვაქცინას ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის მაჩვენებელი 85 პროცენტიდან 100 პროცენტამდე აქვს. მისივე თქმით, აღნიშნული ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაციას სავარაუდოდ უახლოეს დღეებში მიიღებს. საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. მანამდე გამოყენებული იყო "ფაიზერის", "ასტრაზენეკას" და "სინოფარმის" ვაქცინები. ამ ეტაპზე ამ ვაქცინების მარაგი ამოწურული ად დაჯავშნილია. რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ "სინოვაკის" ვაქცინით აცრაზე. ქვეყანა ზაფხულში ელოდება "ფაიზერის" მილიონ დოზას. ასევე ივნისში უნდა შემოიტანონ "სინოვაკის 600 ათასი დოზა....
წყარო

Tika

თბილისი
  • 14 თვის წინ

Ilona

თბილისი
  • 1 საათის წინ

Elza

თბილისი
  • 2 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 2 დღის წინ

Babi

თბილისი
  • 11 თვის წინ

mari mari

თბილისი
  • 7 თვის წინ

Ella

თბილისი
  • 1 საათის წინ

Kristina

თბილისი
  • 1 საათის წინ

Яна

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 12 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 9 თვის წინ