ლოგიკური იქნება თუ შევჯერდებით ამნისტიის ერთ პროექტზე და ვფიქრობთ, ეს პროექტი უნდა იყოს ის, რომელიც წარდგენილია „ქართული ოცნების” მიერ

ლოგიკური იქნება თუ შევჯერდებით ამნისტიის ერთ პროექტთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, ეს პროექტი უნდა იყოს ის, რომელიც წარდგენილია „ქართული ოცნების” მიერ, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, მმართველი გუნდის პროექტი შარლ მიშელის დოკუმენტში არსებულ დებულებებს ითვალისწინებს. „ორივე კანონპროექტი თვისობრივად ერთი და იგივე საკითხებს არეგულირებს და ორივეს ერთდროულად მიღება ალოგიკური იქნება. ლოგიკური იქნება თუკი შევჯერდებით ერთ პროექტთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, ეს პროექტი უნდა იყოს ის, რომელიც წარდგენილია „ქართული ოცნების“ მიერ. ამას გვაფიქრებინებს ის, რომ გაცილებით მეტია ხარისხი დამთხვევისა შარლ მიშელის დოკუმენტთან და მის არსთან. ყველა ლოგიკით ის განმასხვავებელი ფაქტორები, რომელიც ფიქსირდება 2 კანონპროექტს შორის, უფრო ლოგიკურად და დასაბუთებლად ახსნილია პოზიცია, რომელიც გატარებულია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტში. ჩვენ ვეყრდნობით შარლ მიშელის დოკუმენტში არსებულ ჩანაწერს, რომლის მიხედვით გათვალისწინებულია, რომ ყველა სამართალდარღვევა დაკავშირებული 20 ივნისთან, ექვემდებარება ამნისტირებას, ჩვენ ვალდებულნი ვართ, დავემორჩილოთ იმ დებულებებს, რომელიც მოცემულია ამ დოკუმენტში“, – განაცხადა სარჯველაძემ. დღეს პარლამენტში 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის შესახებ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის ალტერნატიული კანონპროექტების საკომიტეტო განხილვები იწყება. ამნისტიის შესახებ 2 დამოუკიდებელ დოკუმენტს ადამიანის უფლებათა კომიტეტი, ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს....
წყარო

Liza

თბილისი
  • 7 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 6 საათის წინ

Ekuna

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 12 თვის წინ

Ella

თბილისი
  • 6 საათის წინ

Elza

თბილისი
  • 2 დღის წინ

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 21 საათის წინ

Нора

თელავი
  • 9 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 5 საათის წინ

Elisa

თბილისი
  • 10 თვის წინ

Sofia

თბილისი
  • 8 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 13 წუთის წინ