COVID-19-ის ვარიანტები და მათი მნიშვნელობა ქვეყნებისა და ადამიანებისათვის

რა არის კოვიდ-19 -ის ვარიანტები და რა მნიშვნელობა აქვს მის ცვლილებას ადამიანებისთვის, ამ კითხვებს ჯანმოს განსაკუთრებით საშიში პათოგენების ჯგუფის ხელმძღვანელი პასუხობს. რატომ იცვლება ვირუსები? პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო რომ ყველა ვირუსი, მათ შორის კოვიდ19-ის ვირუსიც, იცვლება დროთა განმავლობაში და ეს ბუნებრივი ფენომენია. მიუხედავად ამისა, ახალი ვარიანტები კვლავ წარმოადგენენ პანდემიაზე ჩვენი რეაგირებისათვის გამოწვევას. როდესაც ვირუსი მრავლდება ან გავრცელებისას ქმნის საკუთარი თავის ასლებს, ვირუსის გენომი (ორგანიზმისთვის გაცემული გენეტიკური ინსტრუქციების ნაკრები) ხშირად მცირედ იცვლება. ამ ცვლილებებს მუტაციებს ვუწოდებთ და ჩვეულებრივ ისინი უმნიშვნელოა. ვირუსს ერთი ან მეტი ახალი მუტაციით ვუწოდებთ ვირუსის საწყის ვარიანტს.რაც უფრო მეტად ცირკულირებს ვირუსი, მით მეტად იზრდება მისი ცვლილების ალბათობა. ამ ცვლილებების შედეგად ზოგჯერ შეიძლება ისეთი ვარიანტი წარმოიშვას, რომელიც უკეთ ადაპტირებულია მის გარემოსთან, ვიდრე საწყისი ვირუსი. ასეთი ცვლილების და წარმატებული ვარიანტების სელექციის პროცესს ვუწოდებთ ვირუსის ევოლუციას. რატომ იწვევს კოვიდ 19-ზოგიერთი ვარიანტი მეტ ყურადღებას, ვიდრე დანარჩენები? ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და მისი პარტნიორები ყურადღებით აკვირდებიან SARS-CoV-2 (COVID-19-ის) ცვლილებებს 2020 წლის იანვრის შემდეგ. ცვლილებების უმრავლესობას არ აქვს, ან ძალიან მცირე გავლენა აქვს ვირუსის თვისებებზე; ამავე დროს, ცნობილია რომ ზოგიერთი ახდენს გავლენას გადაცემაზე (მაგალითად, ვირუსი შეიძლება უფრო მარტივად ვრცელდებოდეს) ან სიმძიმეზე (მაგალითად, იგი შეიძლება მეტად მძიმე დაავადებას იწვევდეს). შექმნილია სისტემები განსაკუთრებულად საყურადღებო პოტენციური ვარიანტების განსხვავებული სიგნალების აღმოსაჩენად და მათ შესაფასებლად იმ რისკის მიხედვით, რომელსაც ისინი წარმოადგენენ გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის. ჯანმო აკვირდება ამ ვარიანტებს მთელ მსოფლიოში. რომელია ამ მომენტისთვის ყველაზე საყურადღებო ვარიანტები და სად ხდება მათი გავრცელება? ამჟამად ოთხი (4) ძირითადი ვარიანტია, რომელთა აღმოჩენა და მათზე შემდგომი დაკვირვება ხდება მსოფლიოს სულ უფრო მეტ ქვეყანაში და რეგიონში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონში ცირკულირებადი ყველაზე გავრცელებული ვარიანტია SARS-CoV-2 B.1.1.7 ეს ვარიანტი პირველად გაერთიანებულ სამეფოში გამოჩნდა, ხოლო ახლა იგი ფართოდ გავრცელდა რეგიონის მრავალ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთაც. კიდევ მნიშვნელოვანი ვარიანტია აღმოჩენილი სამხრეთ აფრიკაში და ბრაზილიაში. 2021 წლის 11 მაისს, B.1.617 (თავდაპირველად ინდოეთში იდენტიფიცირებული ვარიანტი) ვირუსების ხაზი აგრეთვე დაემატა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ყურადსაღები ვარიანტების კატეგორიათა ...
წყარო

ვერონიკა

თბილისი
  • 10 თვის წინ

Nini

ბათუმი
  • 14 თვის წინ

დეა

თბილისი
  • 29 დღის წინ

Liza

თბილისი
  • 11 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 4 საათის წინ

Lusi

თბილისი
  • 5 დღის წინ

Monika

თბილისი
  • 10 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 1 საათის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 12 თვის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 10 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 4 დღის წინ

Anna

თბილისი
  • 7 თვის წინ