ხელისუფლების მიერ შეთავაზებული ვაქცინა ენგურსგაღმა მცხოვრებლებისთვის

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებისთვის ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შეთავაზებიდან თითქმის 2 თვე გავიდა. რა იციან ვაქცინაზე ენგურსგაღმა და სარგებლობენ თუ არა ამ შეთავაზებით, ამ კითხვით "ლაივპრესმა" გალის რამდენიმე მცხოვრებს და დაავადებათა კონტროლის ცენტრს მიმართა. ირკვევა, რომ ცალკე სტატისტიკა, თუ რამდენმა ადამიანმა გადმოკვეთა ენგურის გამშვები პუნქტი ვაქცინის მისაღებად, არ არსებობს. "ხიდზე გადმოსვლა შეგვიძლია, მაგრამ ვაქცინის გაკეთება რომ ზუგდიდში შეგვეძლო, არც ვიცოდით, თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, არ მგონია, ვინმე ამის გამო წამოვიდეს. არ იციან აქ აცრების შესახებ და არც საუბრობს ამაზე ვინმე", - ამბობს სოფელ ოტობაიას მცხოვრები პენსიონერი. "მოსახლეობა უმეტესად სკეპტიკურად არის განწყობილი აცრების მიმართ, ჩემ ირგვლივ არავინ მეგულება, ვინც ვაქცინის გასაკეთებლად ზუგდიდში გადავიდა", - უთხრა "ლაივპრესს" გალის რაიონის კიდევ ერთმა მცხოვრებმა. ოკუპირებული საბერიოს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების სამსახურის დირექტორი ხათუნა გარგულიაც გვიდასტურებს, რომ მოსახლეობა სკეპტიკურად არის განწყობილი აცრების მიმართ, რაც მისი აზრით, მათი არაინფორმირებულობის შედეგია. "მედპერსონალს აქვს მზაობა რომ აიცრას, მე ამ ეტაპზე ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს, თუმცა ვაპირებ აცრას. ვაქცინაციის კამპანიის გამო კი ხშირად დაუმსახურებელი შეტევების ობიექტი ვყოფილვარ. ვაქცინაზე ინფორმირებულობა არაა, მეტი ინფორმაციაა საჭირო აქ მცხოვრები მოსახლეობისთვის ვაქცინაციის საკითხში, ამ საინფორმაციო კამპანიაში კი ყველა უნდა ჩაერთოს", - გვეუბნება ხათუნა. დე-ფაქტო აფხაზეთში 30 აპრილს რუსული ვაქცინა შეიტანეს, თუმცა ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, რომ "სპუტნიკით" გალში ჯერ არავინ აცრილა. ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული რამდენი ადამიანი აცრეს კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინით ზუგდიდში, უცნობია, რადგან რუხის კლინიკის მენეჯერის, დავით შონიას განცხადებით, ცალკე ასეთი სტატისტიკა არ აწარმოებენ. "ამ დრომდე ჩვენთან აფხაზეთის 36 მკვიდრია აცრილი, თუმცა აქედან რამდენმა გადმოკვეთა ენგურის ხიდი უცნობია", - ამბობს კლინიკის მენეჯერი. კითხვაზე, რა ინფორმაცია აქვს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქეების იმუნიზაციის შესახებ, უწყების დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე პასუხობს, რომ პროცესი ნელა მიდის. "აფხაზეთში ვაქცინაცია დიდი ხნის წინ გამოცხადდა, როცა ადმინისტრაციული ხაზის კვეთის რეჟიმი შემსუბუქდა. აქედან გამომდინარე, მაშინათვე იყო შეთავაზებული რომ ყველას შეეძლო ვაქცინის მიღება, ეს შეთავაზება დღესაც არის, სიმართლე გითხრათ, ბევრი არ არის, არიან ადამიანები, ვინც აიცრნენ, სამწუხაროდ ჯერ ბევრი არ არის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ტემპი მოიმატებს. სამწუხაროდ, ვაქცინა...
წყარო

Dako

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 12 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 4 საათის წინ

Elena

თბილისი
  • 44 წუთის წინ

mari mari

თბილისი
  • 7 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lala

ქუთაისი
  • 1 საათის წინ

Liza

თბილისი
  • 11 თვის წინ

Anuki

თბილისი
  • 9 თვის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 7 საათის წინ

Tata

თბილისი
  • 9 თვის წინ